რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის 2:0 დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. საკუთარი მიზნები გვქონდა, ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება.

გამარჯვებას გუნდურობითა და ერთიანობით მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ. ბევრი რამ პირველად მოხდა. ის ფეხბურთელები,
რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი.

მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და ირაკლი აზაროვის შემოყვანა ამით გახდა განპირობებული. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

გიორგი გაგუა: "სწორი ტატქიკური მიდგომითა და შეხვედრის კარგად დაგეგმვით შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებიდან ამ დილით შემოგვიერთდა.

გუნდურობამ და ერთ ოჯახად ყოფნამ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
პირველი არხის ოპერატორები!!ხომ შეიძლება უფრო ესტეტიური და ლამაზი კადრები გადაიღოთ??!!უცხოელებიც უყურებენ ამ მატჩებს და სირცხვილია!!!იქნებ უცხოელი კოლეგებისგან გესწავლათ რამე?!
საბა
15:32 22-06-2023
0
თქვე ოჯახაშენებულებო ხო მოგეწონათ გაგუას თამაში, გოლიც გაიტანა, ხოდა 15-20 წუთით შემოსულ ფეხბურთელებს, გოლი ან შემთხვევით გააქვთ, ან მესი უნდა იყო ან მარადონა.
ამიტომ ამოცანა გვეუბნება, რომ ყოფილიყვნენ კვარა და მიქაუტაძე სასტავში სად იქნებოდა გაგუა?, ზაპასში, მერე ნახავდნენ მის და სხვა მგელი ბიჭების თამაშს ის ჩამოსული სკაუტები? არა, ჰოდა აცალეთ ამ ახალგაზრდებსაც კარიერის გაკეთება, ვინ იცის როგორ წავა მაგათი საქმე ამ თამაშების მერე.
და კიდე ერთი ,ჩვენ რო აქედან ვბჭობთ, ვიცით კი შიდა საზარეულოს ამბები რა, როგორ, რა ხდება მანდ,რა გადაწყდა და როგორ, ამიტომ დასაწყისი კარგია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რათქმაუნდა ჩვენს სასარგებლოდ.
მალხაზ ჯობავა
15:18 22-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული