U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. ქართველმა ახალგაზრდებმა გაგვახარეს და პორტუგალიელები (2:0) დაამარცხეს. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფს ლიდერობს და ბელგიელ თანატოლებთან დაპირისპირებისათვის ემზადება - 24 ივნისს, 20:00 საათზე. ბელგიელები პირველ ტურში ნიდერლანდებს (0:0) დაუზავდნენ.

Sportall.Ge

ავტორიტეტულმა სააგენტო Sofascore-მა განვლილი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, სადაც ჩვენგან მხოლოდ საბა საზონოვია - მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი, რომელმაც უშუალო მოვალეობაც კარგად შეასრულა და გოლიც გაიტანა.

Sportall.Ge

21-წლამდელთა პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ბათუმის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასაც შენიშნავთ, რომელიც ჩემპიონატზე არ მონაწილეობს. ზღვისპირეთში
ერთი შეხვედრა უკვე ჩატარდა, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთი (2:0) დაამარცხა.

Sportall.Ge

პირველ ტურს სკანდალის გარეშეც არ ჩაუვლია, იტალიელებს ფრანგების წინააღმდეგ აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ფაქტობრივად, ფრე ხელიდან გამოგლიჯეს (შეხვედრა 2:1 დასრულდა). ვიდეოგამეორების სისტემა არ მოქმედებს და იმედია, მსგავს პრობლემებს მომავალში ავირიდებთ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა, გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ქუთაისში ისრაელის დამარცხება (1:1) ვერ შეძლო, რაც ასევე მოულოდნელი შედეგია.

მეორე ტურს დაველოდოთ!..

altძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

altმატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩა ბაბუ! ძალიან მიყვარხარ,შენ მარტო დიდი ფეხბურთელი კიარა დიდი ადამიანიც ხარ,ნამდვილი,ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები შენ გვერდითა ვართ,წარმატებებით გევლოს მთელი ცხოვრება,გამრავლდი და გაიხარე,უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეს.
თერჯოლელი
24 ივნისი 2023 16:01
2
ძალიან საინტერესო ანალიზია, ეროვნული ნაკრები, 21წლამდელთა ნაკრები, ყოველთვის პრიორიტეტული იყო ეროვნული ნაკრები, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრ ღირსშესანიშნავ და გამორჩეულ ეპიზოდებს გვთავაზობს, მაგრამ დღეს სულ სხვა განზომილებაში შეიძლება მოვხვდეთ. ვირწმუნოთ და დავიჯეროთ, რომ ეს პერიოდი შორს არ არის, მაღალმა ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენ, თითოეულ ქართველ ფეხბურთელს ჩვენი და თქვენი ოცნების ასრულება, რასაც დიდ ევროპულ ან მსოფლიო ტურნირზე მოხვედრას გულისხმობს,
ირაკლი
23 ივნისი 2023 22:52
2
ცოტა ხნის წინ აქვე კომენტარებში რუს ღორს ეძახდა ბევრი საბას, მოკვეთეს რუსეთი და იმიტომ აირჩია საქართველოო, არ გვინდა ეგეთიო... ღორს, არ აქვს მნიშვნელობა რუსი იქნება, ქართველი, სომეხი, თუ უცხოპლანეტელი - ყველა თავისნაირი ღორი გონია... მიდი საბა, მიდით ბიჭებო, მიაწექით! საქართველო გიყურებთ!
დათო
23 ივნისი 2023 16:17
3
ეგ არაკორექტული სიტყვები არ ეხებოდა საზონოვს! ეხებოდა რუსეთში მოთამაშე სხვა ფეხბურთელს!
2021
24 ივნისი 2023 01:16
11
ნაცების წივილ-კივილი იყო ეგ, როგორც იციან ხოლმე. რა თქმა უნდა ყველა ნორმალურმა გაატარა..
ჭკვიანი
23 ივნისი 2023 22:47
7
ყველა გამოხმაურება
იქ გახადეს ფეხბურტელი და კაცი რა ხდება ტქვენს ტავს ნაც ქოცებო
kaka
23 ივნისი 2023 15:44
21
ნეტა იმ დროს მომასწრო, აფხაზეთში ერთი სამი სტადიონი რომ იქნება, სვანეთში მისასვლელი კარგი გზა და იქაც სტადიონი, დაახლოებით 10/15 კაი სტადიონი საქართველოში და ევროპის ჩემპიონატი დიდებში. ვიღაცას ეს შეიძლება უტოპია გონია, მაგრამ ჩვენი ნიჭი საბჭოეთის დროს რუსების ნიჭად საღდებოდა მსოფლიოში, არავინ იცოდა ქართველი, საბჭოეთის შემდეგ დანგრეული ინფრასტრუქტურა და სისტემა დღეს დგამს პირველ ნაბიჯებს და უკვე უდიდესი ტალანტები მისცა მსოფლიოს, თუ მშვიდობა იქნა და სწორი მუშაობა გაგრძელდა ყველაფერი რეალურია.
გიო
23 ივნისი 2023 15:19
6
ის ექვსი მაინტერესებს-რა ჯანდაბა უნდათ?
ლექსო
23 ივნისი 2023 23:37
0
წადი საბა ჰამბურგში. რუსეთში ყველა დღე დაკარგულია
Haaland
23 ივნისი 2023 14:13
5
ლიგა 1-დან მარსელის ოლიმპიკია დაინტერესებული, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა და საფრანგეთი აშკარად სჯობს, ვიდრე მეორე ლიგის ჰამბურგი!
ლაშა
23 ივნისი 2023 14:48
0
Rac gushin msajma italias gauketa dzalian didi xania ar minaxavs,ase dadziro erti gundi amasac shedzleba unda!!!samarcxvino msaji...
L.J .
23 ივნისი 2023 14:13
0
ბათუმის უნივერსიტეტის შენობაზე კვარაცხელია ტყუილად მიახატეს!
xuta
23 ივნისი 2023 13:50
45
ამ ასაკით პატარა, მაგრამ საფეხბურთო და ადამიანური პოტენციალით, დიდი კაცისგან ზედმეტს დღეს ნუ მოითხოვთ!!! რეალურ საფეხბურთო კარიერას დღეს აწყობს, - ეგ ერთი! საკუთარ ოჯახს ჰქმნის, - ეგ მეორე! ყოველივეს დრო და ენერგია სჭირდება! იყავით ცოტა მეტად შემწყნარებლები ამ კაცის მიმართ და იგი მომავალში საქართველოს კიდევ მრავალჯერ ასახელებს!!!
Mazzola
23 ივნისი 2023 15:47
1

სიახლეები პოპულარული