
![U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7f3635289e12efd24eb3be6340695e19.jpg)
ავტორიტეტულმა სააგენტო Sofascore-მა განვლილი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, სადაც ჩვენგან მხოლოდ საბა საზონოვია - მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი, რომელმაც უშუალო მოვალეობაც კარგად შეასრულა და გოლიც გაიტანა.
![U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6245c85b66e3614912da6d16fd50434d.jpg)
21-წლამდელთა პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ბათუმის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასაც შენიშნავთ, რომელიც ჩემპიონატზე არ მონაწილეობს. ზღვისპირეთში
![U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d998bc915cc724c10402da43096cf9db.jpg)
პირველ ტურს სკანდალის გარეშეც არ ჩაუვლია, იტალიელებს ფრანგების წინააღმდეგ აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ფაქტობრივად, ფრე ხელიდან გამოგლიჯეს (შეხვედრა 2:1 დასრულდა). ვიდეოგამეორების სისტემა არ მოქმედებს და იმედია, მსგავს პრობლემებს მომავალში ავირიდებთ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა, გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ქუთაისში ისრაელის დამარცხება (1:1) ვერ შეძლო, რაც ასევე მოულოდნელი შედეგია.
მეორე ტურს დაველოდოთ!..
ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...
მატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]