რამაზ სვანაძე: პორტუგალიასთან საუკეთესოდ არ გვითამაშია - ვეცდებით, ეს ბელგიასთან გავაკეთოთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა "დინამო არენაზე" გამართულ ტურნირის გახსნით მატჩში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალიის ნაკრები, 2:0 დაამარცხა.

23 ივნისს ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე, "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიის კითხვებს რამაზ სვანაძემ უპასუხა:

"რთულ თამაშს ველით. ბელგია ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჯგუფში ყველა თამაში ურთულესი იქნება. ჩვენი მიზანი უცვლელია, ვემზადებით კონკრეტული მატჩისთვის, მეტოქიდან გამომდინარე.

კარგი თამაში გვქონდა პორტუგალიასთან, თუმცა იყო ხარვეზები, განსაკუთრებით,
შეტევით ფაზაში. ვეცდებით, რომ ეს გავმოსწოროთ. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო თამაში ჯერ არ გვითამაშია და ვეცდებით, რომ ეს ბელგიასთან გავაკეთოთ.

მცირე ტრავმები ფეხბურთის თანმდევი ნაწილია და სასიხარულოა, რომ საგანგაშო და სერიოზული დაზიანება არავის აქვს. ყველა ფეხბურთელი მზად არის სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, ყველაფერს გააკეთებს გულშემატკივრის გასახარებლად. ბევრი ფეხბურთელი არ არის ამ ინტენსიურ გრაფიკს შეჩვეული, თუმცა გვიწევს გავუმკლავდეთ არსებულ რეალობას, მივიღოთ გამოცდილება. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ სულისკვეთება, ერთიანობა და გუნდურობა, რაც გვქონდა პორტუგალიასთან".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული