30 ათასი ბილეთი გაიყიდა - ხვალ "დინამოზე" ანშლაგი იქნება?

AutoSharing Option
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის, 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 23 ივნისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მატჩის დღეს, 24 ივნისს, უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მესხის სტადიონის სალაროებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში under21ticekts.ge-ზე.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "24 ივნისს, 20:00 საათზე, ბელგიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ბილეთების
რეალიზაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება.

მატჩის დღეს, ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინ.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ინტერესისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩში გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ".

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბევრჯერ მითქვამს ან დამიწერია და ერთხელ კიდევ დავწერ,შამილის ორდენზე ამოტვიფრულია არაბულად "ვინც ბრძოლის წინ შედეგზე ფიქრობს,ის მხდალია"!ფეხბურთის თამაში უნდა განიჭებდეს სიამოვნებას,დაუმარცხებელი არც ერთი გუნდი არაა.თვალებს წინასწარ რატომ ვითხრით? ვნახოთ ამ ბრძოლაში ვინ აჯობებს!წარმატებები!
gia jashi
24 ივნისი 2023 18:10
0
უკვე 43 000 ბილეთი გაიყიდა. რეკორდს უკვე საკმაოდ გადავაჭარბეთ. დარწმუნებული ვარ 50 ს გადავცდებით
მურთო
24 ივნისი 2023 17:53
0
ყოველი ასეთი აჟიოტაჟი თამაშების წინ ცუდათ მთავრდება ჩვენთვის
giorgi 3
24 ივნისი 2023 15:29
8
ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ დღეს და მომავალშიც,ძალიან მაგარი თაობა მოდის და მთავარია შრომა განაგრძონ, თავში არაფერი აუვარდეთ არცერთს, კიდევ არიან ბიჭები რომლებსაც ამ ზაფხულს ახალი გუნდი უნდათ და ათამაშდებიან,მაგალითად ხარაბაძე,ნინუა,აბუაშვილი,არცერთი არ უნდა დაკარგოს ქართულმა ფეხბურთმა.
Givi
24 ივნისი 2023 12:05
1
გიორგი ქინქლაძე სადაა?
ნაცი
24 ივნისი 2023 11:08
8
საკმაოდ რთული თამაში იქნება ეხლა წნეხიც მეტია და მთავარია ყველაფერ ამას გაუძლონ დღეს სასწორზე სამ ქულაზე მეტია, ასეთ თამაშებზე ყალიბდება მომავლის გუნდები. წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს.
w
24 ივნისი 2023 08:25
2
არ მინდა რომ წააგონ და არც კატენაჩო მინდა
დავით 67
24 ივნისი 2023 07:16
1
წავაგებთ ამ თამაშს
უაზრო
24 ივნისი 2023 02:16
58
(სანაიას ძმას ვიცნობდი მას არა) ასე მგონია რომ წავაგებთ
უაზრო
24 ივნისი 2023 12:31
6
რას ითარსები სანაია ხარ.
w
24 ივნისი 2023 11:09
2
ყველა გამოხმაურება
ა ბიჯო კაცი ჩამოაყალიბა ყველაფერი:დ ვილი გაუშვათ და ეს კაცი დავნიშნოთ,ყველაფერი ცოდნია:დ
კახა
24 ივნისი 2023 00:56
6
იმედია გელაშვილი-საზონოვი კიდევ უფრო კარგად შეთამაშდებიან და საიმედოდ ჩაატარებენ ყველა მატჩს.რეალურად ესაა ნაკრების მომავალი ცენტრალური დაცვა.პატივისცემა ლოჩოშვილს,მაგრამ არაა ეგ ბიჭი ნაკრების ძირითადის კაცი.მთავარია კარგ გუნდებში გადავიდნენ ივა და საბაც.ნაკრებიც ბოლობოლო შეძლებს 4 მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას და არანაირი 5მცველი ან 3 ცენტრალური მცველი ერთად.გოჩოლეიშვილი-საზონოვი-გელაშვილი-აზაროვი,ესაა მომავლის ნაკრების ძირითადი.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ქარსელაძე,რომელიც პორტუგალიაში თამაშობს,თუ მაგ ბიჭმაც მოუმატა,მაშინ გოჩოლას სერიოზული კონკურენტი ეყოლება ძირითადში ადგილისთვის. Მამარდა-გოჩოლა-საზონოვი-გელაშვილი-აზაროვი-მექვაბიშვილი-გაგნიძე-კიტე-კვარა-მიქაუტაძე-ზურიკო. 4-3-3 გვეღირსება ბოლობოლო,თუ ყველა ზემოთჩამოთვლილი იპოვის კარგ გუნდს და განაგრძობს ზრდას.კაპიტანი კიტეიშვილი უნდა იყოს გუნდის.კაკაბაძე-ლოჩოშვილი-დვალი-ჩაკვეტაძე-ლობჟანიძე-ზივზივაძე სკამზე.ამათ დაემატებათ გაგუა-მოისწრაფიშვილი-ხვადაგიანი-წიტაიშვილი-ალთუნაშვილი და კიდევ ხალხი,ვინც სკამიდან გააძლიერებს თამაშს.რაც შეეხება კაშიას,ხოჭოლავას,კვირკველიას,კვეკვესკირს,ქვილითაიას,ლორიას,ტაბიძეს-მადლობა იმ ამაგისთვის რაც გაქვთ ნაკრების წინაშე და დაასრულეთ სანაკრებო კარიერა,როგორც ეს კანკავამ გააკეთა.
მეზღვაური
24 ივნისი 2023 00:19
7
კანკავას დაასრულებინეს სანაკრებო კარიერა - ალბათ იცით, მაგრამ აქ ვერ დაწერეთ
ბონდო
24 ივნისი 2023 12:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული