რამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"გილოცავთ, მართლაც ისტორიული შედეგია. ურთულესი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ვართ, თანაც პირველი ადგილით. მადლობა ყველას - სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და ძალიან მაგარ გულშემატკივრებს. მათი როლი დიდი იყო.

ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ნიდერლანდები ამ ჯგუფში საუკეთესო მეტოქე იყო. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. გუნდმა თავისი ძლიერი ხასიათი აჩვენა. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი აუცილებლად უნ
და ჰქონდეს.

ნიდერლანდები ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენი ფიზიკური და მორალური დაღლილობაც ჩანდა. ახლა 4 დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ. უკვე გადაწყდა, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ.

პორტუგალიელებს ყველაზე უკეთ ვიცნობდით. ყველა მატჩი რთული იყო. დღეს პირველ ტაიმში მეტოქეს გატანა და ანგარიშის წაყვანა შეეძლო. ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორიც ამ თამაშს სჭირდებოდა. ასეთი ინტენსივობის თამაშს შეჩვეულნი არ ვართ.

ის სამუშაო, რაც ნაკრებში გაკეთდა, წლების განმავლობაში ძალიან დიდი იყო. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი, მათ შორის, სელექცია, სამართლიანობას ეფუძნება. ძალიან ბევრი არასასურველი დაკარგვა გვქონდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან დიდ გუნდებსა და ფეხბურთელებს ვეთამაშეთ, წლებია ამ დონეზე არიან. საუბარია მათ შორის პრესინგის ინტენსივობაზეც.

მატჩის მსვლელობისას გადაწყობას ხშირად ვახერხებთ, რაც მეტოქიდანაა გამომდინარე. მე-20 წუთიდან მათ რაღაცები შეცვალეს და ჩვენც გადაწყობა მოგვიწია. არ გვეტყობა ის, როცა სისტემიდან სისტემაზე გადავდივართ და ეს ძალიან კარგია. რაც შეხება ფორვარდის საკითხს, ზოგადად ალტერნატივებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყოჩაღ სვანაძე! არა მგონია ადვილი იყოს, ასეთი დალაგებული გუნდის შეკვრა, ყველამ ზუსტად იცოდა რა უნდა ეკეთებინათ. ყოჩაღ და მადლობა! წლებია ასეთი სასიამომვნო ემოციები არ მქონია.
დიდება საქართველოს!
ლევანი
27 ივნისი 2023 23:32
1
მაგარი ბიჭების მაგარი მწვრთნელი!!!
დათო
28 ივნისი 2023 08:07
1
თუ ფიზიკურად გაუძლებენ ჩვენი ბიჭები-უფრო ზევით აწეული თამაში და ხანდახან პრესინგია საჭირო-თორემ ასე ღრმად დაცვაში თამაშში ყოველთვის არ გაგვიმართლებს და დაცვის შეცდომებით (განსაკუთრებით დაცვის მარჯვენა ფლანგზე) მეტოქე ისარგებლებს და მერე გული დაგვწყდება და წუწუნი რომ არ გაგვიმართლა აღარ გვიშველის. ისედაც საკმარისად გაგვიმართლა აქამდე...
inviz9
27 ივნისი 2023 23:25
5
ახლა,ამ პოსტს რომ ვწერ,თან გადაცემას ვუყურებ,"აჩი ფეხბურთზე"#19.გადაცემა თამაშის დროს მიდიოდა და ძალიან საინტერესო კომენტარებს თუ რეკომენდაციებს აკეთებს აჩი.ასეთი მასწავლებელი,სკოლაშიც რომ მყოლოდა,ფეხბურთის თამაშსაც ვისწავლიდი.თუ არ დაიზარებთ და ნახავთ,ბევრი რამე გახდება გასაგები,ჩვენი ბიჭების თამაშიდან.
სოსო
28 ივნისი 2023 11:27
1
კვარა და მიქაუტაძე რომ გვყავდეს, ფინალზე გავიქაჩებოდით და მერე...
დავითი
27 ივნისი 2023 23:09
4
დანვიᲗს,,ეხლა მᲗელი Თვე რაც Ჩემპიონატი იქნება ეგ უნდა იᲫახოᲗ კვარა და Ჟორიკა რომ გვყოლოდა ამას ვიზავდიᲗ იმას ვიზავდიᲗოო?? ბრმები ხომ არ ხარᲗ??ეს ბიᲭები ვისზე ნაკლებები არიან??რა ვერ ᲨეიგნეᲗ რო ახალგაზრდული Ჩემპი იმისᲗვისაა რო ახალმა ფეხბურᲗელებმა გამოიᲩინონ Თავი და Შემდეგ ეროვნულᲨი დაწინაურდნენ,,ვისზე ნაკლებია გაგუა, გელაᲨვილი, მექვაბიᲨვილი და გაგნიᲫეები?? Თუმცა Შენნაირი ხალხი მხოლოდ ნეგატივის დაᲗესვას რო ცდილობᲗ Თქვე საწყლებო Ჩემპიონებიც რო გავხდეᲗ მერე იმას დაწერᲗ ეგენი რო გვყოლოდა უფრო მეტს გავიტანდიᲗო და ჯვარი გვწერია და Თუ გამოვარდიᲗ მᲗელი წელი ახლა ის უნდა წეროᲗ კვარა რო გვყოლოდა Ჩემპიონები გავხდებოდიᲗო Თქვე საწყლებო,, არადა რეალურად ესეᲗი გადაᲦლილი კვარა როგორიც ბოლოს იყო ბევრს ვერაფერს Შემატებდა ასეᲗ ნაკრებს
Gel-100
28 ივნისი 2023 09:05
2
მეოთხედ ფინალი შაბათს არი კვარას ქორწილი აქვს იქედან წამოვიდეს მეეჭვება:))
S.m
28 ივნისი 2023 00:06
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული