რამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"გილოცავთ, მართლაც ისტორიული შედეგია. ურთულესი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ვართ, თანაც პირველი ადგილით. მადლობა ყველას - სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და ძალიან მაგარ გულშემატკივრებს. მათი როლი დიდი იყო.

ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ნიდერლანდები ამ ჯგუფში საუკეთესო მეტოქე იყო. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. გუნდმა თავისი ძლიერი ხასიათი აჩვენა. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი აუცილებლად უნ
და ჰქონდეს.

ნიდერლანდები ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენი ფიზიკური და მორალური დაღლილობაც ჩანდა. ახლა 4 დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ. უკვე გადაწყდა, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ.

პორტუგალიელებს ყველაზე უკეთ ვიცნობდით. ყველა მატჩი რთული იყო. დღეს პირველ ტაიმში მეტოქეს გატანა და ანგარიშის წაყვანა შეეძლო. ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორიც ამ თამაშს სჭირდებოდა. ასეთი ინტენსივობის თამაშს შეჩვეულნი არ ვართ.

ის სამუშაო, რაც ნაკრებში გაკეთდა, წლების განმავლობაში ძალიან დიდი იყო. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი, მათ შორის, სელექცია, სამართლიანობას ეფუძნება. ძალიან ბევრი არასასურველი დაკარგვა გვქონდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან დიდ გუნდებსა და ფეხბურთელებს ვეთამაშეთ, წლებია ამ დონეზე არიან. საუბარია მათ შორის პრესინგის ინტენსივობაზეც.

მატჩის მსვლელობისას გადაწყობას ხშირად ვახერხებთ, რაც მეტოქიდანაა გამომდინარე. მე-20 წუთიდან მათ რაღაცები შეცვალეს და ჩვენც გადაწყობა მოგვიწია. არ გვეტყობა ის, როცა სისტემიდან სისტემაზე გადავდივართ და ეს ძალიან კარგია. რაც შეხება ფორვარდის საკითხს, ზოგადად ალტერნატივებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 23 /
შეგახსენებთ ბატონებო, რომ წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისის დინამო "დეპრესიიდან" მწვრთნელად უცნობმა, მაგრამ თბილისის ლოკომოტივის ყველასთვის საყვარელმა "ღიპიანმა" (ალბათ ლუდი უყვარდა) 9 ნომერმა, ზედმეტსახელად "ჩომბემ", იგივე ნოდარ "ფარსადანოვიჩ" ახალკაცმა გამოიყვანა. შედეგები ყველამ ვიცით. ვისურვებდი ქართული ფეხბურთის 21 საუკუნის დეპრესიიდან გამომყვანი U21-ის ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ყოფილიყოს!
ვაჟა მასწ.
29 ივნისი 2023 00:04
0
ნიდერლანდებთან თამაშის დროს ჩვენ გუნდს ყავდა მწვრთნელი
ირაკლი
28 ივნისი 2023 16:35
1
შავი ძაღლიც "სასტავში" იყო ალბათ, პირდაპირ თავდამსხმელის პოზიციაზე გამოვიდა!
მწვრთნელი
28 ივნისი 2023 15:34
1
მართლაც საოცარი შედეგი დადეს ბიჭებმა. თამაშის ხარისხი და კლასი უკეთესის სურვილს სტოვებს , მაგრამ გარკვეულწილად სპორტული იღბალი მართლაც ჩვენს მხარეზეა. შრომის უნარიანობას ვერ დაუკარგავ ბიჭებს მართლაც საოცარ ნებისყოფას ავლენენ
გია
28 ივნისი 2023 14:52
0
აბსოლიტურათ, მართალი ხარ,,, მარა შეიძლება რო არ ჩამოვიდნენ, ამან ბიჭებზე უფრო კარგათ იმოქმედა და რაც კი ძალა და ნიჭი აქვთ თამაშობენ.. მე დიდი ხანია ასეთი ჯიგრიან თამაში რაც ამ სამ თამაშში ვნახე არ მახსოვს ჩვენებიდან. მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ.
სპორტალ
28 ივნისი 2023 09:31
1
სვანაძემ ჩვენი მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობა ასეთი ინტენსივობის თამაშისთვის საკმარისი არ არისო და ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება იქნებ იმის გვარი მაინც გვითხრათ თორე სუ ფიზიკას აბრალებთ ამდენი წელია და ცოდოა ეს ბიჭები ამხელა დატვირთვისთვის
1.2.3.4.5.6.
28 ივნისი 2023 08:57
2
ფეხბურთელი ვიყო თანაც წარმატებული და შემეძლოს რაიმე წვლილის შეტანა რა გასაჩერებედა ასეთ დროს და როგორ არ დავეხმარებოდი ბიჭებს ასეთ დროს თუ გეზარება ფორმის ჩაცმა როცა შეგიძლია ახალი ისტორიის დაწერა მაშინ რაღაზე ვუგულშემატკივრო ან კვარას ან მიქაუტაძეს ჩემამდე არ დადის ისე გული მწყდება უარი რომ თქვეს ასეთ თამაშებზე არვიცი სად წავიდა ის ქართული ჯიგარი შენი ქვეყნის სიყვარული ნუთუ ასეთ ატმოსფეროში თამაშს სხვა რამე გირჩევნიათ და მერე წახვალთ გუნდებში და იმ უცხოელ გულშემატკივრების წინაშე დაიხარჯებით ბოლომდე? ვისაც ეს რაიმე მიზნით გამართლებული გონია მე იმის არც ქართული მწამს არც ფეხბურთის სიყვარული მწამს. თუ დაღლაზეა ზურიკომ 20ში შოტლანდიასთან ითამაშა წამოვიდა და 21ში ახალგაზრდული ითამაშა ესაა სიყვარული და მონდომება . ტეხავს ტეხავს თან როცა იცი დიდი როლი შეგიძლია ითამაშო და არ აკეთებ ასეთ დროს ...
ბალეშიკი
28 ივნისი 2023 03:52
33
კვარა და მიქა რომ ყოფილიყვნენ, სულ რო ზამენაზე მსხდარიყვნენ მაინც მაგ ორს დაბრალდებოდა ჯგუფიდან გასვლა.
დაიჩრდილებოდა სხვა ყველა.

ზურიკოს დასამტკიცებელი აქვს და ტოპ5-ისთვის თავის გამოჩენა ჭირდებოდა, მაგიტომაც ჩამოვიდა.
კვარაც და მიქაც უფრო გარისკავდნენ ვიდრე რაიმე სარგებელს მოუტანდნენ თავიანთ ნაკრებს.
და არც მაგათი აქ ყოფნა იქნებოდა ჯგუფიდან გასვლა - მე თუ მკითხავ უფრო გაგვიჭირდებოდა, მითუმეტეს მაგათზე ავაწყობდით თამაშს და მაგათი ამოკეტვით შეიძლება ჩამოშლილიყო გუნდი
nk
28 ივნისი 2023 12:04
3
Gaixaret, madloba heshmaritebistvis, erts hemad davamatebdi-svanadze ambobs taqtikebs vcvlidio?? Arada mxolod erti 9-0-1 taqtika handa garedan!!! Carmareba hvens nakrebs!!!
Soselo
28 ივნისი 2023 11:40
5
ყველა გამოხმაურება
ასეთი შედეგი და სიხარული ყველას აქვს მონატრებული და არ ვართ გათამამებულნი. ისტორიული შედეგია და ყველას ვულოცავ სმწრვთნელო ჯგუფს, ფეხბურთელებს, მთელს საქართთველოს მსოფლიოში მიმოფანტულთ. ძალაინ ბევრიო კარგი ხარისხიანი მოთამაშე არის ამ ნაკრებშI და მინდა მათ ცვუსურვო დიდი წარმატება და ძლიერ გუნდებში თამაში. მხოლოდ ერთი რამ მინდა გასაკრიტიკებლად ავღნიშნო და ცუდად ნუ გამიგებთ - ფიზიკური მომზადება კვლავ არის აქილევსის ქუსლი. ეს არის მიზეზი იმისა რომ თამაშის სადავეებს ვაბარებთ მოწინააღმდეგეს და ახლო მეურვეობა მეტოქის არ შეგვიძლია. ადვილად ვაღებიონებთ მათ ბურთს და ვაბარებთ შუა ცენტრს. თექნიკურად იცოცხლეთ ბევრი გუნდი ვერ დაგვიდგება მაგრამ ფიზიკის არ ქონა ტექნიკაზეც ავლენს გავლენას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზეც. ეს ქართული ფეხბურთის პრობლემა იყო ყოველთვის საბჭოთა კავშირის დროსაც. წარმატება და შემდგომ ეტაპზე გასვლა. ყველაფერია შესაძლებელი.,, გილოცავთ
simartle
28 ივნისი 2023 02:06
2
ბელგიელებთან უკვე შეგვეტყო დაღლილობა და დღეს, უკვე აშკარა გახდა,ჰოლანდიელების უპირატესობა,ფიზიკურ მომზადებაში.მათგან განსხვავებით,ჩვენ მიჩვეულები არა ვართ,კვირაში ორი თამაშის ჩატარებას და თანაც მაღალ ტემპში.მაგის მიჩვევისათვის ძლიერ გუნდებთან და ასეთივე გრაფიკით თამაშების პრაქტიკაა აუცილებელი,რაც რა თქმა უნდა არ გვაქვს,მეტოქეებისაგან განსხვავებით.ჩვენი მომავალი მეტოქე,ხვალ ითამაშებს და ჯგუფიდან გასასვლელად,ყველაფრის დადება მოუწევს.შესაბამისად,მათ ერთი დღით ნაკლები ექმენათ ,ჩვენთან თამაშისთვის დასასვენებლად და მოსამზადებლად.იმედია ეს შანსებს გაგვითანაბრებს და მათზე არანაკლებად მომზადებულები ვიქნებით,მეოთხედ ფინალისათვის. ბიჭებს და მწვრთნელებს,მადლობა!ამ მატჩების შემდეგ,მაგათ უკვე ვეღარავინ შეაშინებს!
სოსო
28 ივნისი 2023 01:10
0
გილოცავთ. მართალია ეს ბიჭი, არ ვართ შეჩვეული ამ ინტეივიბით თამაშს, საოცარია როცა ნაკრების 1/2 დაკომპლექტებულია დინამოს, საბურთალოს, დილას, სამგურალის ფეხბურთელებით და ტოლსწორად ეთამაშები შენივე ტოლებს, რომლებიც თამაშობენ, ბენფიკა,პსჟ, ბაიერნი, ვულვზი, აიაქსი, ეინდჰოვენი, ფეინოორდი, ლიდსი, პორტუ,ბრიუგე და ა.შ. ჩვენი ბიჭებიც იმსახურებენ უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდებში გადასვლას და დაამტკიცეს ეს. წარმატება და წინსვლა მომავალ მატჩებში.
DAVE
28 ივნისი 2023 01:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული