"მადლობა თითოეულ გულშემატკივარს" - ირაკლი აზაროვი

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან (1:1) მატჩის შემდეგ ირაკლი აზაროვმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

"ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისეთი დიდი ემოციაა, როდესაც ქართველები ისტორიას ვწერთ... ვერაფრით ვერ გადმოვცემ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ისეთ მუხტს ვიღებდით მათგან, ერთი მხოლოდ მადლობა მეთქმის.

"დინამო" ფართომასშტაბიანი სტადიონია, 51 000 კაცი ეტევა. რაც უფრო მეტია გულშემატკივარი, მით სასიამოვნოა თამაში ფეხბურთელისთვის".

წყარო: Netgazeti

მკითხველის კომენტარები / 5 /
ირაკლი გისურვებ მომავალში კარგ იტალიურ გუნდში გადასვლას! მეტი შეგიძლი და ამას დაამტკიცებ მალე!
მწვრთნელი
13:12 28-06-2023
0
პირიქით მადლობა თქვენ ბიჭებო ამ უსაზღვრო ემოციებისთვის და დაუღალავი ბრძოლისთვის,რომელიც თქვენ გვაჩვენეთ.
Beqa
13:58 28-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული