U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ისრაელთან, ჩვენს ბიჭებს მართებთ გაასმაგებული ყურადღების მოკრება, რადგანაც ზოგიერთებს გონიათ, რო ადვილი მეტოქე შეხვდათ, ნამდვილად არ არის ასე. პირიქით მეტოქე უნდა დააფასო და ისე უნდა გახვიდე მოედანზე სათამაშოდ. წარმატებები ბიჭებს!
გია
29 ივნისი 2023 11:01
0
რასაც ვუყურე მაინც ისრაელი მერჩივნა.ჩვენი სისუტე ჩაწიდებულ ბურთების განეიტრალებაა რაც ისრაელს კატასტროფულად არ გამოდის.ასევე ისრაელი არანაერი კომბინაციების მარაგი არააქ როგირც ჰოლანდიას და ბელგიას.თამაშობენ მოწინააღმდეგის შეცდომაზე.ჩვენი შტაბი კარგად შეისწავლის დარწმუბებული ვარ და
უფლის წყალობით ნახ ფინალი ჩვენია.
მოსეხონელი
29 ივნისი 2023 09:43
0
გავიდეთ ნახევარფინალში გილოცავთ!!! ისრაელმა რა იცის ფეხბურთის თამაში.
გიორგი
29 ივნისი 2023 09:09
3
ძალიან მძიმე,და უხერხული მეტოქე შეგვხვდა, იმედია სვანაძე და შტაბი დეტალურათ გაშიფრავენ მათ თამაშს,ისრაელის რო მეშინია ისე ჰოლანდიის და ბელგიის არ მეშინოდა. ძალიან ვთხოვ ყველა ვეტერან ფეხბურთელს დვალიშვილს,და კიდევ სხვებს ვისაც ისრაელში უთამაშიათ და მწვრთვნელათ ყოფილან,დაუკავშირდით სვანაძეს და თქვენი რჩევები მიეცით. პირველი ივლისიდან ჩვენთვის ყველა თამაში 13 მაისია და იქნებ დინამოს მერე კიდევ შევძლოთ ერმა გახარება უფლის წყალობით..დიდება უფალს, დიდება ჩვენ გმირებს,
კახა
29 ივნისი 2023 08:44
0
ეს ჩვენი კომენტატორები რა ტრაგედიააა კიდე.
ტიპები რეპორტაჟი ისე დამთავრდა იძახდნენ იტალია მეოთხედ ფინალში გავიდაო.
ხომ არ მეშლება ასე იყო ნამდვილად...
ისე კი გამიკვირდა ტიპებს რომ არ უხაროდათ და გადავამოწმე მაინც :)))))
Lobotka
29 ივნისი 2023 08:21
0
ეროვნულის თამაშების მერე და მანამდეც იმდენ კომენტარს ვწერ..ნერვები მაწყდება წინასწარ და მერეც.
ახლა მარტო კომენტარებს ვკითხულობ და არც არაფერია დასაწერი,
არ არის "ეს ასე უნდა იყოს",ყველაფერი ისე კეთდება როგორც უნდა იყოს.
შემადგენლობაც,ბიჭების შემართებაც,გულშემატკივარიც...
მოდი კომენტატორებს მაინც გავაკრიტიკებ
-სიმსივეს მიჰყავს თამაშები ემოციურად,
ობოლაძეს მიჰყავდა შეცდომებით,მაგრამ აზარტულად..
სხვებს კიდე რა გჭირთ,
რას მიყვებით სპორტულ საიტებზე წაკითხულ ინფოებს,ჩვენც ვკითხულობთ და ჩვენც ვართ ინფორმირებული.
თქვენი საქმეა სრულად თამაშზე გაამახვილეთ ყურადღება და აზარტულად წაიყვანეთ,მორიდებით რო წამოიყვირებთ სახიფათო მომენტი სად გეშინიათ არ დაგცინონ?
თავიდან ბოლომდე მოედანზე რა ხდება იმაზე ილაპარაკეთ და სპორტალის და ვორლდ სპორტის სტატიებს ნუ გვიყვებით,ჩვენც ვკითხულობთ.
ახლა კიდე არა უშავს,განსაკუთრებით ეროვნული ჩემპიონატის დროს.
ერთი და იგივე თამაში შეგიძლია ისე წაიყვანო რო კაცს აყურებინო ან შეაძულო ყურება.
სიმსივეს სამგურალი-სამტრედია ისე მიჰყავს მსოფლიოს ფინალი გეგონება და თქვენ რა გჭირთ?
უშუალოდ მოედანზე რა ხდება იმაზე ილაპარაკეთ,ცოტა მაღალ ტემპში და აზარტულად.
ბოდიში,არ მინდოდა არავის წყენინება,მიიღეთ როგორც ჯანსაღი კრიტიკა და გაითვალისწინეთ.
არგენტინის ჩემპიონატი სვარკაა,საზიზღრობაა-ორ პასს ვერ აკეთებენ,საქართველოს ჩემპიონატი ჯობია სანახაობით(უყურეთ თუ არ გჯერავთ) არადა ესპანურენოვანი კომენტატორები ისე ჩქარა და აზარტულად ლაპარაკობენ ენა არ ვიცი და მაინც მაყურებინებენ.
რაღაცეებს კი არ ყვებიან ნიუსებს.
გაითვალისწინეთ უდიდესი თხოვნაა
არ ვიცი კომენტატორები დან ვინმე წაიკითხავს ამ კომენტარს თუ არა,მაგრამ მიაწვდინეთ ხმა,ილაპარაკეთ ამ თემაზე.
ამჯერად საქართველოში არის მარტო ერთი კომენტატორი-ნოდარ სიმსივე,სხვები უბრალოდ კომენტატორის მუშაობენ
Levani
29 ივნისი 2023 03:22
6
ლევან, ყველა სიტყვაში გეთანხმები! იწყება ფეხბუერთი? მერე იწყება, თუ იწყება კომენტატორების დაუსრულებელი ბჟუტური, თითოეული ფეხბურთელის წარსული ბიოგრაფიის მოყოლა, მე როგორც გულშემატკივარს მაინტერესებს, იმ წუთას მინდორზე რა ხდება ვინ გაცლის? მერე თუ კომენტატორობაზე პრეტენზია გაქვს, ცოტა ცოცხლად სხარტად და ემოციურად წაიყვანე რა? ზოგიერთი დაგაძინებს ზოგიერთი, კი შეგაძულებს ყურებას!
ლევანის
29 ივნისი 2023 11:25
0
შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ მე ხმას ვთიშავ - რად მინდა სხვისი კომენტარი
მარგუალი
29 ივნისი 2023 09:04
0
ქუთაიში ვინც ხართ ინგლისი პორტუგალიას ბილეთი მაქვს შემთხევით ავიღე და თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ
გიორგი
29 ივნისი 2023 01:41
1
წადი თამაშზე და ინგლისს უგულშემატკივრე! თუ ინგლისი გავიდა ჩვენ ოლიმპიადაზე ვართ ავტომატურად….
Zaza
29 ივნისი 2023 10:21
0
სრულიად ვეთანხმები იმ კომენტარების ავტორებს, ვინც მოწინააღმდეგის დაფასებისკენ მოუწოდებს. ეს აუცილებელია. ჩვენი შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. წარმატებები ნაკრებს!
რატი
29 ივნისი 2023 01:07
0
მაგარი უაზრობაა,შვეიცარია -3(5-8),იტალია-1(4-5),თან იტალიამ მოუგო შვეიცარიას და ვერ გავიდა, უსამართლობაა. არა იტალია არ მეხატება გულზე,მაგრამ მაინც.
Mr.kostaia
29 ივნისი 2023 00:49
2
ესპანეთი მაინც გამოაგდებს ამათ,ასე რომ არაა პრობლემა.იმაში კი გეთანხმები,რომ ესპანეთი-იტალია უფრო კარგი თამაში იქნებოდა.
მეზღვაური
29 ივნისი 2023 12:07
0
მანდ მაგარი უცნაური ამბავი ტრიალებს, იტალიამ მოუგო შვეიცარიას მარა მესმეზეა მაინც.. თუმცა იტალია რო გასულიყო უსანართლობა იქნებოდა იმიტო რო იტალიას ნორვეგიამ მოუგო, თუმცა ნორვეგიაც ვერ გავიდოდა იმიტო რო შვეიცარიამ მოუგო )))))))) მარა შვეიცარია მაინც ვისთანაა ვერ გავიგე:-/
რა მაფიაა?
29 ივნისი 2023 02:17
1
მეოთხედფინალური წყვილებიდან ყველაზე სასურველი ჩვენ შეგვხდა, მაგრამ მეტოქე უნდა დავაფასოთ და სერიოზულად მივუდგეთ საქმეს, თორემ აგერ ბრაზილიას ძვირად დაუჯდა მათი დაუფასებლობა და ისრაელმა აჯობა. Ასე რომ სვანაძის და ბიჭების მჯერა და ოლიმპიადის საგზური ერთ ნაბიჯშია. გენაცვალეთ მიდით ბიჭებო!!!
ლევან88
28 ივნისი 2023 23:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული