ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.
ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.
ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)
უფლის წყალობით ნახ ფინალი ჩვენია.
ტიპები რეპორტაჟი ისე დამთავრდა იძახდნენ იტალია მეოთხედ ფინალში გავიდაო.
ხომ არ მეშლება ასე იყო ნამდვილად...
ისე კი გამიკვირდა ტიპებს რომ არ უხაროდათ და გადავამოწმე მაინც :)))))
ახლა მარტო კომენტარებს ვკითხულობ და არც არაფერია დასაწერი,
არ არის "ეს ასე უნდა იყოს",ყველაფერი ისე კეთდება როგორც უნდა იყოს.
შემადგენლობაც,ბიჭების შემართებაც,გულშემატკივარიც...
მოდი კომენტატორებს მაინც გავაკრიტიკებ
-სიმსივეს მიჰყავს თამაშები ემოციურად,
ობოლაძეს მიჰყავდა შეცდომებით,მაგრამ აზარტულად..
სხვებს კიდე რა გჭირთ,
რას მიყვებით სპორტულ საიტებზე წაკითხულ ინფოებს,ჩვენც ვკითხულობთ და ჩვენც ვართ ინფორმირებული.
თქვენი საქმეა სრულად თამაშზე გაამახვილეთ ყურადღება და აზარტულად წაიყვანეთ,მორიდებით რო წამოიყვირებთ სახიფათო მომენტი სად გეშინიათ არ დაგცინონ?
თავიდან ბოლომდე მოედანზე რა ხდება იმაზე ილაპარაკეთ და სპორტალის და ვორლდ სპორტის სტატიებს ნუ გვიყვებით,ჩვენც ვკითხულობთ.
ახლა კიდე არა უშავს,განსაკუთრებით ეროვნული ჩემპიონატის დროს.
ერთი და იგივე თამაში შეგიძლია ისე წაიყვანო რო კაცს აყურებინო ან შეაძულო ყურება.
სიმსივეს სამგურალი-სამტრედია ისე მიჰყავს მსოფლიოს ფინალი გეგონება და თქვენ რა გჭირთ?
უშუალოდ მოედანზე რა ხდება იმაზე ილაპარაკეთ,ცოტა მაღალ ტემპში და აზარტულად.
ბოდიში,არ მინდოდა არავის წყენინება,მიიღეთ როგორც ჯანსაღი კრიტიკა და გაითვალისწინეთ.
არგენტინის ჩემპიონატი სვარკაა,საზიზღრობაა-ორ პასს ვერ აკეთებენ,საქართველოს ჩემპიონატი ჯობია სანახაობით(უყურეთ თუ არ გჯერავთ) არადა ესპანურენოვანი კომენტატორები ისე ჩქარა და აზარტულად ლაპარაკობენ ენა არ ვიცი და მაინც მაყურებინებენ.
რაღაცეებს კი არ ყვებიან ნიუსებს.
გაითვალისწინეთ უდიდესი თხოვნაა
არ ვიცი კომენტატორები დან ვინმე წაიკითხავს ამ კომენტარს თუ არა,მაგრამ მიაწვდინეთ ხმა,ილაპარაკეთ ამ თემაზე.
ამჯერად საქართველოში არის მარტო ერთი კომენტატორი-ნოდარ სიმსივე,სხვები უბრალოდ კომენტატორის მუშაობენ