U21. 1/4-ფინალის წინ - სვანაძე: "ძალები აღვიდგინეთ, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს"

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა გიორგი მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

რამაზ სვანაძე
: "რთულ თამაშს ველოდებით, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ ისრაელის ნაკრებს, მათი ასაკობრივი ნაკრებების პროგრესი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ვეცდებით, გულშემატკივრები გავახაროთ და შევინარჩუნოთ ის სულისკვეთება, რაც წინა მატჩებში გვქონდა.

მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ ხვდება. ჩვენი მეტოქის გუნდურობა აღსანიშნავია. მათთან ამხანაგურ მატჩში დავმარცხდით, თუმცა ახლა აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იქნება. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ვეცდებით, საკუთარი
კოზირები გამოვიყენოთ.

უმრავლესობა ამ რეჟიმში თამაშს მიუჩვეველია. აღსადგენად დრო გვქონდა და მზად ვართ, ახლა სრულად დავიხარჯოთ.

განწყობა პოზიტიურია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ტაქტიკური ცვლილებები ნებისმიერ თამაშშია, რასაც მეტოქიდან გამომდინარე ვახორციელებთ.

ყველა მატჩში გვიწევს დამტკიცება, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთის გარშემო ასეთი ერთიანობა არ მინახავს. ეს გუნდი პატივისცემას ერთიანობის გამო იმსახურებს. ჩვენი გუნდი მენტალურად ძლიერია.

გასათვალისწინებელია, რა ეპიზოდებში ვიღებთ ყვითელ ბარათებს. გვიწევდა ხშირად დაჯარიმება. ეს ფეხბურთის ნაწილია და კატასტროფა არაა.

მოისწრაფიშვილის აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სასტარტოში იქნება. შემადგენლობას სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით ვარჩევთ. ყველასთვის მთავარია ნაკრების წარმატება, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც ჯერ ერთი წუთითაც არ უთამაშია".

გიორგი მოისწრაფიშვილი: "ისრაელს ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა გამარჯვებისა და გულშემატკივრების გახარებისთვის ვიბრძოლებთ.

დასვენებისთვის მეტი დრო გვქონდა და ეს კარგად გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ბურთით უფრო მეტად ჩვენ ვიქნებით და მეტ შეტევას განვახორციელებთ.

ბიჭები კარგ განწყობაზე ვართ და ვემზადებით. სავსე "დინამო არენა" ჩვენთვის დიდი ძალაა".

altU21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

მკითხველის კომენტარები / 19 /
წინ საქართველო!მიდით ბიჭებო!ერთი კი მიკვირს,დისლაიქებს რომ წერენ
ლუკა
01 ივლისი 2023 13:03
0
ძირითადში უნდა მოიგოთ.
Las
01 ივლისი 2023 09:37
2
ისრაელის დამარცხება შეგვიძლია და ამისთვის ყველა ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ ფეხბურთელიც და გულშემატკივარიც !!!
ვახო
01 ივლისი 2023 04:20
2
პორტუგალიასთან მოგება გმირობა იყო, მართალია ისრაელთან მოგება გმირობაში არ ჩაითვლება, მაგრამ მათთან წაგება, კატასტროფაში ჩაგეთვლებათ. გახსოვდეთ ეს.
ჟორა
30 ივნისი 2023 23:39
11
გული მიგრძნობს ხვალ, გვექნება ზეიმი!
ლიკა
30 ივნისი 2023 21:19
4
აბა თქვენ იცით ბიჭებო, ამათთან წაგება ვერ გაპრავდება ვერაფრით, ვინმე გრანდთან, რომ თამაშობდეთ სხვა საქმეა.
ეეე
30 ივნისი 2023 20:47
5
მეგობრებო მოგესალმებით, ცოტა სხვა საკითხია მაგრამ დასრყლდა სამუშაო დღე და განახლებული ბიკეთები არ მიმიღია, თქვენთან ხომ არ არის სუახლე რამე? რატომღაც გამოცდილება მკარნახობს რომ ადექვატური ადგულით არ ჩამინაცვლებენ მაგრამ ჯანდაბას, მთავარია, ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული ბოდიშით დანუგეშებული არ დამტოვონ :))
იბერია
30 ივნისი 2023 20:17
0
მე მაინც მგონია წიტა და გოჩელეიშვილი მეორე ტამის 55 წუთიდან აძლიერებენ ნაკრებს .
რატი
30 ივნისი 2023 18:21
0
სრული კონცენტრაცია,მკაცრი სათამაშო დისციპლინა და საბრძოლო სულისკვეთება!ჩვენ მხარდაჭერასთან ერთად,მგონი საკმარისი იქნება!
სოსო
30 ივნისი 2023 18:02
0
ნეაპოლში ზიელინსკის სახლი გაძარცვეს.
ზიელინსკი სახლში არ იყო. შვებულებაშია.
ქ. გ.
30 ივნისი 2023 17:29
6
ეტყობა ხახოლ რიჟიკაში აერიათ
ზორო
30 ივნისი 2023 18:48
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული