U21. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.

ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.

ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

შეგახსენებთ, დღეს ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

altზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
თუ ინგლისმა პორტუგალია და საფრანგეთმა უკრაინა დაამარცხა დაინიშნება თამაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის. ეს შეხვედრა 7 ან 8 ივლისს რუმინეთში გაიმართება. ორი საუკეთესოს განსაზღვრის მთავარი კრიტერიუმი კი ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილია. იმ შემთხვევაში თუ ინგლისი და საფრანგეთი გავლენ ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები, რომელმაც A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, აუცილებლად ითამაშებს მე-5 ადგილისთვის მატჩს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ!
ლაშა
02 ივლისი 2023 21:34
1
სწრაფად რატომ ვერ ხერხდება კომენტარის გამოქვეყნება?!
კვარა და მიქა უკრაინასთან თამაშისას ნაკრებში აუცილებლად უნდა იყვნენ!
მემგონი რადგან U21-ზე არ იყვნენ, პრეი ოფი U21-ის შემადგენლობასთან ბმაში არ არის და იქ შესაძლებელი უნდა იყოს კვარაცხელიას და მიქაუტაძის თამაში, თუ კიდევ რაიმე არ მოიმიზეზეს...
ლაშა
02 ივლისი 2023 21:29
1
კვარა და მიქა იმედია უკრაინასთან მაინც ითამაშებენ!
ლაშა
02 ივლისი 2023 21:20
1
უკრაინას ესპანეთმა ვერ მოუგო და ჩვენ მოვუგებთ არა? სულ რომ არ შევხვდეთ ჯობია მოტივაცია ისეთი ექნებათ ზელენსკისაგან შეგულიანებულებს, რომ როგორც მინიმუმ დიდი ანგარიშით წავაგებთ-ასე რომ ჯობია არ გავბანძდეთ
inviz9
02 ივლისი 2023 21:03
6
ზელენსკი არა მაჩვი
კაზინო ამბასადორის მენეჯერი
02 ივლისი 2023 21:45
0
ადმინ რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი დღევანდელი კომენტარი? არ მოგეწონა მექვაბიშვილი და სვანაძეც რომ ქვაბები და ტაშტები არიან? თუ მაკედონიასთან რომ წაგვაგებინეს პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ეგ არ გესიამოვნა?
inviz9
02 ივლისი 2023 19:52
4
ინგლისიც მოიგებს და საფრანგეთიც. ჩვენ გავალთ პლეი ოფში და 50-50 იქნება საქართველო-უკრაინა შანსები. არავის არ ყავს ასეთი გულიანი და მებრძოლი ბიჭები როგორც ჩვენ. შესაბამისად შანსი ნებისმიერთან გვაქვს. რეალურად თუ გაინტერესებთ პორტუგალიაც, ნიდერლანდებიც და ბელგიახ უკრაინაზე ძლიერი იყო და ვერ დაგვამარცხეს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
შაკო
02 ივლისი 2023 17:46
3
კაით რა ნუ გვეკაიფებით ჩვენმა ნაკრებმა ვის უნდა მოუგოს? უკრაინას შვეიცარიას თუ კიდევ ერთხელ პორტუგლიას შანსი არ გვაქვს.
რრრ
02 ივლისი 2023 17:34
12
1988 წელს ჩვენმა ნაკრებმა(სახელწოდებით СССР), გელა კეტაშვილის წინამძღოლობით, ოლიმპიადის ფინალში რომარიოს ბრაზილია დაამარცხა და ეს იყო ჩემს მიერ შექმნილი ქვეყნის ბოლო დიდი საფეხბურთო წარმატება.
ამის შემდეგ, ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ბელორუსიამ გააღწია და ახლა აქვს კარგი შანსი უკრაინას და საქართველოს, იმ შემთხვევაში თუ ქუთაისში ინგლისი პორტუგალიას დაამარცხებს.

ასე რომ ყველანი ქუთაისში.
ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი...
სტალინი
02 ივლისი 2023 17:30
5
მთავარია მონაწილეობა არა?!
SOS!!!
02 ივლისი 2023 16:53
2
მართლა ლატარია ეს პენლები! საინტერესო ინებოდა პენლების მაგივრად ითვლებოდეს სტატისტიკა, ვისაც 120 წუთის განმავლობაში უკეთესი სტატისტიკა აქ ის ხდებოდეს გამარჯვებული./ ერთი გუნდი ფეხბურთს თამქშობდეს და მეორე ჩეხაიბდეს და სასწაულად უმარყლებდეს და პენლებია ხარჯზე გადიოდეს ყოველთბის ასე იქნება უსამართლპბის განცდა! არ ვგულოსხმობ უსამართლობაში გუშინდელ თამაშს, ზოგადად ვამბობ./ რამდენი შემთხვევა გვახსოვს რო პენლების ხარჯზე გაკოვლენილა ისეთი გუნდი რომელსაც უბრალოდ მეტოქის ნახევარზე არ გადასულა და სასწაულის ხარჯზდ მისულა პენლებამდე და იქ უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია და ვის როგორ გქუღიმებს ბედი ისე ხდება
Vasili
02 ივლისი 2023 15:32
0
გენაცვალე 100% ხარ!ეგ წესი რომ შემოიღონ გუნდებიც უფრო მონდომებულად ითამაშებენ და დაცვაში არ ჩაიკეტებიან ოღონდაც პენლებამდე მიაღწიონ თავი!უფრო სანახაობრივიც გახდება ფეხბურთი.დიდი უსამართლობაა თერთმეტ მეტრიანების სერია უსაზიზღრესი რაღაცაა.
შახრუდინი
02 ივლისი 2023 20:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული