მამარდაშვილი: "ირწმუნეთ ჩვენი, ჯერ ყველაფერი წინ არის!"

AutoSharing Option
ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხსა და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში დასრულებას საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოეხმაურა:

Sportall.Ge

"რთულია რამის თქმა ამ თამაშის შემდეგ, მაგრამ ჩვენ დავწერეთ ისტორია! ირწმუნეთ ჩვენი, რადგან ჯერ ყველაფერი წინ არის! ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათ გარეშე ეს ისტორია არ დაიწერებოდა. 

მომავალ შეხვედრამდე!"

"მამარდას" ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, თუმცა პენალტების სერიაში მოგერიება ვერ შეძლო. ქართველ კიპერს ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე არაერთ გუნდს უკავშირებენ.

altU21. საქართველოს ნაკრები

მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს პირველ რიგში ჩვენ, გულშემატკივრები ვამაყობთ, რომ ასეთი კარგი გუნდი გვყავს. რომ არა შენი თავდადებული თამაში და სეივები, პირველ ტაიმში მინიმუმ ორ გოლს მაინც გავუშვებდით. პირადად მე მიმაჩნია, რომ ცოტა ხანში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იქნები. ნახევარფინალში ვერ გასვლა შენი და მთლიანად გუნდის ბრალი არ იყო. პირიქით, მეოთხედფინალამდე გუნდის თავდადებული თამაშით მივედით. რომ არა ტაქტიკური გაუმართაობა და თანამედროვე გუნდური თამაშის ხარვეზები, რომელიც სამწვრთნელო პროცესის არასრულყოფილებიდან მოდის,ისრაელის ნაკრებს დიდი ანგარიშითაც მოვუგებდით და ჩემპიონობისაკენაც გავიწევდით. თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ და თქვენი დიდი იმედი გვაქვს. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთლიანად საქართველოს!
თენგაბი
12:30 02-07-2023
1
მადლობა მამარდაშვილს, ყველა მოთამაშეს, სამწვრთვნელო სტაფს და გულშემატკივარს ამ თავდადებისთვის! მომავალ შეხვედრამდე! იმედია გაუმჯობესდება ნაკრების თამაში!
მწრთვნელი
13:00 02-07-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული