"ბოლო 12 დღეში ძალას ჩემი ქვეყნის სიყვარული მაძლევდა" - ფეხბურთელების მატჩისშემდგომი კომენტარები Geo Team-თან

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა Geo Team-თან პატარ-პატარა ინტერვიუები ჩაწერეს:

გიორგი მამარდაშვილი:

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, ეს 4 თამაში ჩვენს გვერდზე იყვნენ და მხარს გვიჭერდნენ. მათი დიდი წვლილია, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავედით".

ანზორ მექვაბიშვილი:

"საქართველოში ასეთი გაერთიანებისა და ერთობის გრძნობა არასდროს არ მიგრძვნია. ვფიქრობ, ამ თამაშებმა დიდი პლუსი ჩაწერა ქართული სპორტისა და ფეხბურთის ისტორიაში. ჯერ კიდევ გვაქვს ამ თაობას შანსი, გავაგრძელოთ ერთმანეთთან თამაში... ეს თამაშები საუკეთესოდ ასახავდა იმას, რომ ქართველ ხალხს
შეუძლია გულშემატკივრობა, შეუძლია ერთად ყოფნა და ძალიან მაგრადაც გამოუვიდათ. მიკროტრავმა მქონდა მთელი ეს პერიოდი, პენალტი ვარჯიშებზეც არ დამირტყამს, იმიტომ, რომ მიკრძალავდნენ დარტყმას, ვარჯიშზეც არ მქონდა კარგა ხნის დარტყმული".

საბა საზონოვი:

"რაც შეიძლება ყველანაირი ემოცია მივიღე. ასეთი რთული ტურნირი არასდროს მითამაშია, ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოვედი. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი რაღაცაა. კარგად ვითამაშეთ, ჯგუფში პირველი ადგილი ავიღეთ. ძალიან მიყვარს ქართველი გულშემატკივრები, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. თამაშში პირველი ტაიმი არ გამოვიდა კარგი, მეორე, მესამე და მეოთხე ტაიმები (დამატებით დროს გულისხმობს) უკვე კარგი გამოვიდა. არ გაგვიმართლა დღეს... ამ დღეებმა, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გამზარდა, ასეთ გუნდებთან არასდროს მითამაშია. ჩვენი ნაკრები ძალიან მაგარია. პორტუგალიაში 1:4 წავაგეთ, აქ 2:0 მოვიგეთ. ჩემი აზრით, პორტუგალიას შანსი არ ჰქონდა, ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. მერე ბელგია და ნიდერლანდები. ნიდერლანდებზე ვიცოდი, რომ მაგარი გუნდია, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასეთი მაგარია".

ზურიკო დავითაშვილი:

"ბოლო 12 დღე ძალიან გადატვირთული იყო. ძალას ჩემი ქვეყნის სიყვარული მაძლევდა. ამდენი თამაშის თამაში, ბოლო მატჩში 120 წუთი საერთოდ, ენერგია საერთოდ აღარ მქონდა. ახლაც გამოცლილი ვარ. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და მომზადებაცაა, თუმცა ვიცოდი, რისთვის ჩამოვდიოდი აქ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მიზანი გვქონდა. მზად ვიყავი ამისთვის, უბრალოდ ეს მარცხი ძალიან დასანანია. გულშემატკივრობის დონე გაიზარდა, საოცარი ატმოსფერი იყო და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მოსვლისთვის, გულშემატკივრობისთვის. ასე გააგრძელეთ და ჩვენც ასე გავაგრძელებთ, შედეგი აუცილებლად მოვა და რაღაც დიდს მალე ვიზეიმებთ. გასახდელში მოწყენილი სიტუაცია იყო, არ ვლაპარაკობდით. ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ თავი ზემოთ აგვეწია. მწვრთნელი შემოვიდა და ჩვენით ამაყი იყო. მართლა ყველაფერი გავაკეთეთ და რაღაც პატარაზე არ გაგვიმართლა. მანაც გვითხრა, რომ თავი აგვეწია".


მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოლო ბოლო დავითაშვილი რომელ ლიგაში თამაშობს მესამე თუ მეორე?
რუსთავი
12:56 04-07-2023
1
ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად და ტაქტიკურად კიდევ მოსამატებელი გაქვთ, შესაბამისად თავი არ დაზოგოთ, მოუმატეთ ვარჯიშს რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს თითოეული თქვენგანი! მადლობა იმისთვის რაც გააკეთეთ! წარმატებები!
R.M.
10:50 04-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული