U21. საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა და ჯგუფის თანალიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, C ჯგუფში, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე მოლდოვა 1:0 დაამარცხა.

სვანაძის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და კვერნაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც პირისპირ გასულს მეკარემ არ გაატანინა. საქართველოს ნაკრები ინიციატივას ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდის გახსენება შეიძლება - 34-ე წუთზე შორიდან გორდეზიანმა მიზანს ვერ უწია.

შესვენების შემდეგ მოლდოვა გააქტიურდა და მეკარე ხარატიშვილს მოუწია თამაშში ჩართვა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა, მამაგეიშვილსა და ოდიშარიას მეკარემ არ დაანება გატანა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის იობაშვილმა
კი 84-ე წუთზე თავით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. მერე ეგოიანის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს.

კიშინიოვი. „ზიმბრუ“
მოლდოვა - საქართველო 0:1
გოლი: იობაშვილი (84)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე (გეგუჩაძე 86), მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე (ოდიშარია 46), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 74), გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (ეგოიანი 90)

მკითხველის კომენტარები / 19 /
კვერნაძე კვარაობა უნდა თუ რანაირად თამასობს დადიოდა ბორიალობდა ორთა ბრძოლებში არ შედიოდა უკვე თავშიაქ ავარდნილი
beqa
22:11 12-09-2023
1
ამ კვერნაძეს რო არ ათამაშებდნენ ბათუმში თურქმე ასიანი ყოფილან. მე არ ვიცი ვინ წაიყვანა ეს ფრომინოზეში. ტიპი მოლდავეთის 21 წლამდელებთან სუფთა ნოლია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
22:10 12-09-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული