სვანაძის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და კვერნაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც პირისპირ გასულს მეკარემ არ გაატანინა. საქართველოს ნაკრები ინიციატივას ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდის გახსენება შეიძლება - 34-ე წუთზე შორიდან გორდეზიანმა მიზანს ვერ უწია.
შესვენების შემდეგ მოლდოვა გააქტიურდა და მეკარე ხარატიშვილს მოუწია თამაშში ჩართვა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა, მამაგეიშვილსა და ოდიშარიას მეკარემ არ დაანება გატანა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის იობაშვილმა კი 84-ე წუთზე თავით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. მერე ეგოიანის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს.
კიშინიოვი. „ზიმბრუ“
მოლდოვა - საქართველო 0:1
გოლი: იობაშვილი (84)
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე (გეგუჩაძე 86), მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე (ოდიშარია 46), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 74), გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (ეგოიანი 90)