U21. საქართველოს ნაკრები ბათუმში შვედეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

სვანაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ. აქტიურად მოქმედებდა კვერნაძე, რომელსაც ორჯერ გატანა მეკარე დოვინმა არ დაანება. სტუმრები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი სვენდბერგმა ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, უპირატესად - მარცხენა ფრთიდან, თუმცა მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდია აღსანიშნავი, როდესაც სიგუას დარტყმული ბურთი დოვინმა მოიგერია. მეტოქე დაცვაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები იერიშების დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ. ბოლოს ინიციატივას
შვედები დაეუფლნენ, თუმცა მათაც ვერ იხეირეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მეორე პოზიციაზე მყოფ შვედეთს) და შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - შვედეთი 0:0

საქართველო: ხარატიშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 65), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, კვერნაძე (აბუაშვილი 85), სიგუა

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაინც ვერ გავიგე რა დაინახეს ასეთი კვერნაძეში, რომ იტალიურ კლუბში აიყვანეს და განაცხადშიც ხვდება,მე პატარა მეგონა და უკვე 3-4 თვეში 21 წლის ხდება,არადა საერთოდ არ იძებნება გოლი როდის გაიტანა ბოლოს,აგერ ახალგაზრდულშიც ბოლო 4 თამაში, მ/შ გიბრარტართან და მოლდოვასთან სასტარტოდან ითამაშა და გოლი არ გაუტანია, მაგის ასაკში მართლა ფორვარდებს გოლი გოლზე გააქვთ, ამას კიდევ ავანსად ათამაშებენ ნაკრებში-ეტყობა ვიღაც მაგრადაა დაინტერესებული, ნაკრების მოთამაშის სტატუსი რომ ქონდეს, არ გამიკვირდება ეროვნულშიც რომ ათამაშონ. შენ კაი კაცოო.. ათამაშე 3 თამაში მიჯნით -შედეგიანობა ნული..მეოთხე თამაშზე ეხლა სხვას მიეცი შანსი...რაა ცოტაა საქართველოში 18-19-20 წლის თავდამსხმელებიი...
მომკალით და მაინც ვერ გავიგე რა დმსახურებისთვის აიყვანეს კვერნაძე იმ იტალიურ კლუბში
18 ოქტომბერი 2023 18:02
1
კარგად ითამაშეს ბიჭებმა გოლი დააკლდათ მარტო, ისე რამდენი წელია ნორმალური გამტანი ფორვარდი არ გამოჩნდა, კიდევ კარგი მიქაუტაძე ჩამიოყვანეს და გორდეზიანიც პაოკიდან გაამართლებს იმედია, გაგნიძე კარგი იყო ხვადაგიანიც დაცვაში მაგრად იდგა, სხვებმაც ნორმალურად ითამაშეს, სიგუა ძლიერი დადგება თუ სისწრაფეს მოუმატებს ცოტა, კვერნაძეს ბევრი უაზრო დაკარგვა აქვს და ცივსისხლიანობა აკლია, იმედია იტალიაში გამოზრდიან.
Givi
18 ოქტომბერი 2023 13:23
0
ჩვენს ფეხბურთში ერთეული გამონათებები ყოველთვის იყო, მეტს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევს, თუ ძირფესვიანად არ შეიცვალა მიდგომები.....
თავით თამაში სულ პრობლემა იყო და რჩება, შორიდან დარტყმებიც, მხოლოდ ეპიზოდურად ვიყენებთ, კვიპროსთან გამიხარდა 2 გოლი საჯარიმოს გარედან გავიტანეთ, როდის იყო ბოლოს არც მახსოვს... ამ ნაკრებს რაც შეეხება კი იგრძნობა პოტენციალი და სწორედ თამაშის მცდელობა, მაგრამ არ ვიცი, ეს შვედების შედარებითი სისუსტის გამო ? ნიდერლანდებთან სრული უნაროობა ჩანდა, რამდენიმე პასის გადაბმას ვერ ვახერხებდით....
გუსანი
18 ოქტომბერი 2023 10:54
0
საუკეთესოდ ითამაშა მხოლოდ ლუკა გაგნიძემ.
ჯუჯი
18 ოქტომბერი 2023 08:49
2
ყველაფრის მიუხედავად ფაქტი ჯიუტია,4 თამაშში სულ სამი გოლი გვაქვს გატანილი და აქედან ორი გიბრალტართან სახლში,ოთხ დღეში ორ საშინაო თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ.აი სადაა მთავრი პრობლემა...ფეხბურთი გოლის გარეშე ფეხბურთი არაა,ამ გუნდის შემხედვარე კი ნათლად ჩანს რომ ქართველებს გოლების გატანა დაგვავიწყდა.არველაძის შემდეგ ფაქტიურად ნორმალური გამტანი ფორვარდი არ გვყოლია.ანუ დამოუკიდებელ საქართველოში გოლის გამტანი ფორვარდი ვერ გავზარდეთ.
P.s.მიქაუტაძე ფრანგული სკოლის აღზრდილია.
Master
17 ოქტომბერი 2023 22:39
5
ვა რა კარგად ითამაშეს ბიჭებმა!თითქმის 90 წუთი პრესინგის ქვეშ ყავდათ მეტოქე,დაცვაშიც კარგები იყვნენ ცენრტშიც და შეტავაშიც!
რობი
17 ოქტომბერი 2023 22:15
5
ნამდვილად არ არის დაუძლეველი ჯგუფი,შეიძლება მეორეზე გასვლა,მთავარია მაკედონიასთან და მოლდოვასთან ქულები არ დავკარგოთ.
მეზღვაური
17 ოქტომბერი 2023 22:12
2
დაცვა და ნახევარდაცვა საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება ამ შესარჩევ ეტაპზე, განსაკუთრებით ლომინაძე-გაგნიძე-სიგუას ნახევარდაცვის ხაზი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. თავდასხმის ხაზში, კი აშკარად იგრძნობა კლასის ნაკლებობა, რაც უცნაურია, რადგან არ მახსენდება პერიოდი როდესაც შეტევის ხაზში მინიმუმ ერთი გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილიყო. კვერნაძე ნიჭიერია, მაგრამ გადამწვეტ ფაზაში ვერ არის ჯერჯერობით ეფექტიანი.
კრიტიკოსი
17 ოქტომბერი 2023 22:00
0
10 ზუსტი დარტყმა კარგი შედეგია. მაგრამ ჯერ ისევ მხოლოდ ნაკრების პოტენციალზე შეიძლება ლაპარაკი, რომელიც გამოსავლენია. განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაში. სვანაძეს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
გიორგი
17 ოქტომბერი 2023 21:54
0
კვერნაძე არის კატასტროფა. ასეთი ეგოიზმით ვერც იტალიაში დაიმკვიდრებს თავს და ყველგან სკამზე დარჩება. სვანაძის გუნდი თუ ამ ჯგუფიდან გავიდა, მთავარი ნაკრების მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატი იქნება
ქომაგი
17 ოქტომბერი 2023 21:43
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული