U21. საქართველოს ნაკრები ბათუმში შვედეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

სვანაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ. აქტიურად მოქმედებდა კვერნაძე, რომელსაც ორჯერ გატანა მეკარე დოვინმა არ დაანება. სტუმრები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი სვენდბერგმა ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, უპირატესად - მარცხენა ფრთიდან, თუმცა მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდია აღსანიშნავი, როდესაც სიგუას დარტყმული ბურთი დოვინმა მოიგერია. მეტოქე დაცვაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები იერიშების დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ. ბოლოს ინიციატივას
შვედები დაეუფლნენ, თუმცა მათაც ვერ იხეირეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მეორე პოზიციაზე მყოფ შვედეთს) და შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - შვედეთი 0:0

საქართველო: ხარატიშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 65), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, კვერნაძე (აბუაშვილი 85), სიგუა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვა რა კარგად ითამაშეს ბიჭებმა!თითქმის 90 წუთი პრესინგის ქვეშ ყავდათ მეტოქე,დაცვაშიც კარგები იყვნენ ცენრტშიც და შეტავაშიც!
რობი
22:15 17-10-2023
5
დაცვა და ნახევარდაცვა საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება ამ შესარჩევ ეტაპზე, განსაკუთრებით ლომინაძე-გაგნიძე-სიგუას ნახევარდაცვის ხაზი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. თავდასხმის ხაზში, კი აშკარად იგრძნობა კლასის ნაკლებობა, რაც უცნაურია, რადგან არ მახსენდება პერიოდი როდესაც შეტევის ხაზში მინიმუმ ერთი გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილიყო. კვერნაძე ნიჭიერია, მაგრამ გადამწვეტ ფაზაში ვერ არის ჯერჯერობით ეფექტიანი.
კრიტიკოსი
22:00 17-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული