19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და კვიპროსი 2:0 დაამარცხა.

23-ე წუთზე ანგარიში ცოტნე ბერელიძემ გახსნა, 81-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დაჩი ლორთქიფანიძემ დააფიქსირა.

დღეს ამავე ჯგუფში ესპანეთი მოლდოვას შეხვდება.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 18 ნოემბერს მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ვნახე თამაში და ჩვენი უკანა ხაზი ძალიან მომეწონა, კარგი ბიჭები იზრდებიან, მაგრამ შეტევაში გვიჭირს, რატომღაც ისევ არ ჩანს შედეგიანი ფორვარდი და ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს უკვე, ამაზე უნდა კარგად იმუშავონ საბავშვო აკადემიებში, თორემ ცოტა ხანში გვეყოლება 5 ძლიერი მეკარე 10 ძლიერი მცველი, 15 ძლიერი ნახევარმცველი და ფორვარდები საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ისევ???
Givi
15 ნოემბერი 2023 18:09
4
კვარა, ზურიკო, მიქაუტეძე, იობაშვილი ამათი ასაკი თუ იცით?
ნუგზარი
16 ნოემბერი 2023 14:36
0
კახეთიდან ვარ და ჩემი თბილისში ცხოვრების ნსტაჟი,სტუდენტობის წლებით გამოისახება.გამიმართლა და ეს წლები,დინამოს ოქროს წლებს დაემთხვა.ახლა ხშირად სწერენ,რომ ამა თუ იმ თამაშს,80;90 ათასი კაცი დაესწროვო.სტადიონი,სულ 75 000 კაცს იტევდა და დანარჩენები,უბილეთო ხალხი იყო,ვინც ყველა საშუალებით,როგორღაც ახერხებდა სტადიონზე რამდენიმე კორდონის გადალახვას და ტრიბუნებზე შესვლას.ბილეთიან გულშემატკივრებს გგონიათ სიამოვნებდათ ისედაც ვიწრო ადგილებზე კიდევ უფრო შევიწროება,ან კიბეებზე ჩამომსხდარი ხალხის გავლით,საკუთარ ადგილამდე ძლივს მიღწევა?არა,მაგრამ გულშემატკივრული სოლიდარობა აიძულებდათ,შევიწროებულიყვნენ და ერთდ ეგულშემატკივრათ,საყვარელი გუნდისათვის.ჩვენ მხოლოდ ერთად დგომა გადაგვარჩენსო,ყველა ამას ვიმეორებთ.ერთად დგომა კი,სწორედ სოლიდარობიდან იწყება.საშინელი 90-იანი წლებიც,მეზობლურმა სოლიდარობამ გადაარჩინა საქართველო.მაშინ ეს გრძნობა გვქონდა ქართველებს და რაკი გვქონდა,ესე იგი,კვლავაც შეიძლება დავიბრუნოთ.დამიჯერეთ,ეს სჯობია,გათითოკაცებას და მხოლოს საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას.
სოსო
16 ნოემბერი 2023 09:36
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული