ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და შორიდან ლამაზი გოლით ოდიშარიამ დააწინაურა. კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ერთხელ მასპინძლები ძელმა იხსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა. 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე გიბრალტარელთა მცველ დუჰანს მოხვდა და პენალტით მეტოქის კარი კვერნაძემ დალაშქრა.
რამაზ სვანაძის გუნდი 13 ქულით მეორე ადგილზეა და 5 სექტემბერს მოლდოვას უმასპინძლებს.
გიბრალტარი. "ვიქტორია სთედიუმი"
საქართველო - გიბრალტარი 2:0
გოლები: 0:1 ოდიშარია (22), 0:2 კვერნაძე (75, პენ)
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, რუხაძე, გოგლიჩიძე, ზურაბიანი (სალუქვაძე 84), გაგნიძე (სიხარულაშვილი 61), ო. მამაგეიშვილი (მამაცაშვილი 80), ცხოვრებაშვილი, ოდიშარია (ოგბაიძე 80), კვერნაძე, აბუაშვილი (გორდეზიანი 61)
U21 | გიბრალტარი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "ვიქტორია სტედიუმზე"