"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო.

ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენს მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი
და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

alt"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 67 /
სიმართლე კი არა, სიბნელე გქვია. რუსეთი კიარ მოუწოდებს ასე აშკარად და ტელევიზიებით შენს პრორუსულად განწყობილ მთავრობას და მის ბატონს, კულისებიდან ავალებს როგორ უნდა მოიქცეს ისე რომ თვითონ არ ჩანს. მაგრამ ჭკვიანმა საზოგადოებამ კარგად იცის ამ ყველაფრის უკან რომ ბინძური და შენისთანების სათაყვანებელი რუსეთი დგას. გყავდეთ ეგ რუსეთი, არავინ გიშლით, ოღონდ აქ ვერ გეყოლებათ ვერასოდეს, წადით იქ მათ დიდ ქვეყანაში და იქ უქიცინეთ კუდი.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!
სიმართლის ავტორს
17 აპრილი 2024 15:48
20
მითხარი ერთი კაცურად ჭკვიანი საზოგადოება რომელია ენჯეოებიც? ვაი პოლიტიკოსები? კი მარა ამ ევროპა ევროპას რო გაიძახით ერთ ერთმა თქვენმა არქიფომ რო გაღვლიპა ევროპელი პენსიონერები მაშინ სად იყავით? ეხლა ისევ იმ არქივფოს დაძახილზე რონდადიხართ. რანაირი ევროპული სიყვარული გცოდნიათ
ლაშა
17 აპრილი 2024 18:29
1
თქვენი აზრი მაინტერესებს, რას იტყვით ახლა ასე არაფერში ორთქლის გამოშვების მერე, გერმანიაში ნაკრების გულშემატკივრობისას რომ დაინახავთ, რუსებიც საქართველოს ნაკრებს უქომაგებენ
ზვიადი
17 აპრილი 2024 15:21
3
შენი ამოღებული ხმა არავის ახსოვს მიშას დროს იმ სისაზიზღრეების მიმართ რაც ხდებოდა,თუ შენც "პატარა "იყავი და არ გახსოვს?
Polanski
17 აპრილი 2024 15:17
6
შოთა გეთანხმები რომ რუსეთს თავის ინტერესები აქვს ამიერკავკასიაში და ჩვენი მოძმე სახელმწიფო არ არის, მაგრამ ერთი ის მითხარი ევროპა ისტორიულად რომელ გადაწყვეტილებებში გვიჭერდა მხარს? სულხან-საბა იყო და გადაჰყვა დახმარების თხოვნას, მაგრამ ევროპა ჩვენ გამო ირან-ოსმალეთს არ დაუპირისპირდა,1921 წელს იყო და მიგვატოვა ევროპამ წითელ არმიასთან პირისპირ, 2008 წელს იყო და შეშფოთების მეტი არაფერი გაუკეთებიათ, დღეს რომ მონებად ამუშავებენ ქართველებს თავიანთ ქვეყნებში ეგ არის მეგობრობა შენი აზრით, ერთი გამაგებინეთ უბრალოდ საქართველოს ისტორია ორ სხვადასხვა ვარიანტად არის დაწერილი? მე რაც წაკითხული მაქვს ევროპაც და რუსეთიც ორივე გვაგდებდა ხოლმე და ეტყობა თქვენ წაკითხულში ევროპა ჩვენი მეგობარი იყო.
მამუკა
17 აპრილი 2024 14:25
6
რომელი ევროპული ღირებულებების ეგ არის. სახლი სტამბულში იყიდა, შვილები იქ სწავლობენ და თავად იქ ცხოვრობს.
უბედურებაა ისაა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის კულისებში რაც ხდება არც ბოკუჩავამ- ვაშაძემ და არც ზარქუამ იცის...ისე როგორც არც ესაა რუსული, ისევე როგორც ბევრი ახალგაზრდა ალალად ფიქრობს უკეთეს მომავალზე. მეორეც, ქართველი ხალხის მენტალიტეტი სულაც არ ჰგავს რუსულ-მონღოლურ-ცხვრის მენტალიტეტს. ამიტომ აქ ე.წ რუსული კანონის ან პოლიტიკის გატარებას არავინ აიტანს და ვერც გაუბედავენ ჩვენს ხალხს. პრობლემა სულ სხვაა, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ეროვნული ინტერესი და ის ხან ემთხვევა დიდი ქვეყნის ინტერეს და ხან არა. ამაში საგანგაშო არაფერია და არც ანტი-ევროპულია. თუ გერმანიის კანცლერს უსმენს ამერიკის დაზვერვა (ვიკილიქსის მასალების მიხედვით) რა ამიტომ თუ გერმანიის მთავრობა საპასუხო ზომებს მიიღებს ანტიამერიკულია თუ ანტიდასავლული?. ყმური დამოკიდებულეა თუნდაც დასავლეთის მიმართ ყველაფერში იგივეა რაც რუსულ-მონღოლური-ბატონყმური.
პ.ს უკრაინა მეცოდება, დეკემბრის შემდეგ ხან საშობაო არდადეგებზე გადის ამერიკის კონგრესი და ხან საგაზაფხულო -სააღდგომო,ჰოლიდეიში" და დაინგრა უკრაინა და გაწყდა ხალხი. რუსეთზე ცუდი იმპერია არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვას თავისი ინტერესები არ აქვს. ბოლოს და ბოლოს 30 წლის შემდეგ სახელმწიფო წერეთლის მიტინგებით (ნატო შემოყავდა 1 წელში რომ გეკითხა) როდემდე უნდა იმართებოდეს და რევოლუციებით მთავრობა როდემდე უნდა იცვლებოდეს. ევროპაში ასე არ ხდება და მე პირადად ასეთი ევროპა მინდა. არველაძე ბატონო, საერთაშორისო პოლიტიკას წლები სწავლობენ დასავლური ინსტიტუტები და ამას მარტო ფეხბურთის ნიჭი არ ეყოფა.
აისბერგის მიღმა რა იმალება ისაა მთავარი...
17 აპრილი 2024 13:53
5
რუსეთი რომ მტერია ეს ყველამ ვიცით.მაგრამ ეს კანონი გააქვს წაკითხული საერთოდ? აუცილებლად მისაღებია
მეშახტე
17 აპრილი 2024 18:44
2
რა გვარამიამ ამბერგ,დაივიწყე კაბაჩაცმული რომ გარბოდით ნაცები ომის დროს..ნუ არველაძე რომ ნაციონალია და კალაძესი შურს ეს ფაქტია
amberg-s
17 აპრილი 2024 14:20
3
ყველა გამოხმაურება
თქვენი ლოგიკის თანახმად:
არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში ხ ა ბ ე ი შ ვ ი ლ ი/ ნ ა ც ი ო ნ ა ლ ე ბ ი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო
ბუჰეჰე
17 აპრილი 2024 13:52
1
ვვისაც ეროვნული საკითხები სახელი და გვარებამდე დაყავს, ყველა ტროლა ტოროლები არიან. გვარები და სახელების გამო შავი და თეთრის ვერ გარჩევა ბრბოს სიმპტომია
amberგ
17 აპრილი 2024 14:10
3
ანუ აქ ზოგის კომენტარს თუ გადავხედავთ, გამოდის რომ რუსეთის შიშით უნდა მივიღოთ ეს კანონი? რათა სულ რამდენიმე კილომეტრში დგანან რუსი ჯარისკაცები და რა ვქნათ ეხლა? მაშინ რაღას ვეპოტინებით ამ ევროკავშირს, რაღატომ ფრიალებს ავროკავშირის დროშა სახელმწიფო დაწესებულებებზე? თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, რუსეთი დედაა თქვენთვის, ვის გარეშეც ვერ იარსებებთ. კიდე კარგი რომ აბსოლუტურ უმცირესობაში ხართ ვინც მასე ფიქრობთ.ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ალტერნატივა არ აქვს. ვისაც აქ არ მოგწონთ და დედა რუსეთის გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება, წადით კუიბიშევში, კრასნოდარში, სიცივის მოყვარულებმა მურმანსკში და ა.შ. უპრობლემოდ მიგიღებენ.
ზოგ-ზოგიერთს
17 აპრილი 2024 13:21
15
მოსამართლეების გამჭვირვალეობაზე რას იტყვი? ეს დაფარული უნდა იყოს? 5-5 ბინები რომ აქვთ
სოსომონას
17 აპრილი 2024 18:10
2
და არგუმენტი რო გაქ ევროპა ამერიკა რახან გვეუბნება ასე მოხდება თუ მიიღეებტ ანუ იმის შიშით არ უნდა მივიღოტ რო ამერიკა ევროპა არ გაბრაზდეს? სად ნახე რო რუსეტმა დაგვემუქრა მიიღეტ კანონოი? არც რუსეთის მონობა მინდა არც ევროპა ამერიკის და შენ თუ გინდა თავად წადი ევროპის რომელიმე ცივ ან წვიმიან ქვეყანაში ან ალიასკაზე თუ გინდა
სიმართლე
17 აპრილი 2024 13:52
5
ყველა გამოხმაურება
სამარცხვინო ხარ!
ზვიადი
17 აპრილი 2024 13:18
17
დარჩა ეს მიხოს მონად!
!!!
17 აპრილი 2024 13:17
13
შოთა გაიხარე
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 აპრილი 2024 13:16
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული