"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო.

ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენს მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი
და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

alt"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 67 /
რუსეთი და მონღოლეთი - საქართველოს ისტორიაში ყველაზე ვერაგი მტრები!
Რაგბის ფანი
10:20 19-04-2024
7
რატო ლანძღავთ შოთის და რატომ აარტყით ნაცის იარლიყი? საერთოდ კაცი იმას იძახის რასაც ფიქრობს.რადგან ამ მთავრობის წიინაღმდეგ სთქვა ნაცია? 1012 ში მეც შემოვხაზე 41 და ხმა მივეცი ოცნებას.მეგონა საქართველოს მდგომარეობა ისე გამოსწორდებოდა,რომ ქვეყანას მიხედავდა და ააყვავებდა ახალი მთავრობა.მაგრამ ნაცებს რომ ბევრ რამეში დაემგვანნენ ყველა კარგად ვხედავთ.(ისე ნაცების,ქოცების,ალტყლიმფოს და აშშ ყველას დედას მოვიკითხავ,ვინც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.სამშობლო კი ერთ რამეზე ჰკიდიათ).ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის უნდა მისცე ხმა.ვის და არავის( უფალს ვთხოვ ისეთი პოლიტიკოსი გამოჩნდეს ,რომელსაც ერიც ეყვარება და სამშობლოც)
კინგი
01:57 19-04-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული