20:56 06-06-2024
U21. მოსაწყენი ფეხბურთი ვაკეში - საქართველოსა და ყაზახეთის მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს კარგად იცავდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულებმა თამაში მეტ-ნაკლებად გაამწვავეს, იობაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხარებავამ კი ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.
მომდევნო შეხვედრას სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5 სექტემბერს სახლში მოლდოვასთან ჩაატარებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ყაზახეთი 0:0
საქართველო: ხარატიშვილი (თანდილაშვილი 46), მაისურაძე (კვარაცხელია 78), გოგლიჩიძე (ხარებავა 78), ხვადაგიანი, რუხაძე (მამაცაშვილი 46), ოდიშარია (ოგბაიძე 64), ლომინაძე (ოსიყმაშვილი 31), გაგნიძე (უგრეხელიძე 64), კვერნაძე (იობაშვილი 64), სალია (აბუაშვილი 46), გორდეზიანი (მორჩილაძე 64)
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
აბუაშვილი მომეწონა
6
1
ისეთივე ,,მჩოჩავი " სტილი , როგორც დიდ ნაკრებს აქვს . ,,ოღონდ არ წავაგო" - ზე აგებული . ამხანაგური რად გინდათ თუ ყაზახეთთანაც გამწვავებას , შDეტევითი ფეხბურთის თამაშს არ ეცდებით ? შევიდეს უნდა ჩვენი მწვრთნელების თავში , რომ შეტევის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ თუ ,,ყარაულის თოფივით " არ გაგივარდა . ასე წააგეს ისრაელთან და დაუწყეს მერე კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს კრიტიკა .
18
0
ტემპი არ უვარგა ნაკრებს, სანამ ნელა რამდენიმე პასს გააკეთებდნენ ყველაფერი გადაკეტილი ქონდათ უკვე ყაზახებს, რაღაცით ამ სეზონის ნაპოლის უღიმღამო თამაშებს გავდა ეს მატჩი, კარგი ფორვარდების აშკარა დეფიციტია უკვე კარგა ხანია და ამ პრობლემას უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვთა ფეხბურთში.
4
1
საჯარიმოს ფეხბურთელი არ გვყავს და ბოლო პასის ერთი შეხებით დამორჩილებას ვერავინ ახერხებდა.თითქოს ხაზებს შიროს კარგად იხსნებოდნენ,მაგრამ ბურთს კარიდან ზურგით იღებდნენ დ ამიღებისას შორს რომ უვარდებოდათ,იძულებულნი ხდებოდნენ,ისევ უკან დაებრუნებინათ ბურთი.იყო ერთი შეხებით ბურთის გათამაშების მცდელობებიც,მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არაზუსტი.ამხანაგური მატჩი,მაინც ამხანაგურია,მაგრამ უფრო მეტად გამწვავება მართებდათ.ფლანგიდან ფლანგამდე ბურთის გადაგორება,ნაპოლის საფირმო ნიშანი იყო წელს და რა შედეგი მოუტანი,ყველამ ვიცით.არც ჩვენ გამოგვადგება,ყაზახეთის კლასის ნაკრებთან ასე უკბილო თამაში.ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდება ლუკა გაგნიძის თამაშს და მიუხედავად იმისა,რომ თამაშის წაკითხვით და გამთამაშებლის ხედვით,სხვებისაგან უკვე დიდი ხანია გამოირჩევა,აშკარად ვხედავ,რომ ისე ვერ ვითარდება,როგორც უნდა განვითარებულიყო.მოსკოვის დინამოდან თავი ვერ დააღწია,მერე კონტრაქტი გაახანგრძლივა თუ აიძულეს გახანგრძლივება,მაგრამ სათამაშო პრაქტიკაც აშკარად დააკლდა.ადრე თუ სათამაშო დრო,სისტემატურად ეძლეოდა,თანდათან სკამის მოთამაშედ ჩამოაქვეითეს და ბურთზე მუშაობა,გაუმჯობესების ნაცვლად,უარესობისაკენაც კი წავიდა,თითქოს.მას ახლა თამაში და თამაში სჭირდება,ის კი,სკამზე დასვეს.გუნდი ჩემპიონობისათვის იბრძოდა და ლუკას განვითარებისთვის არც ეცალა,მაგრამ რუსეთში ტექნიკური თამაშის სრულყოფაც საკმაოდ ძნელია და მწვრთნელებში დიდი სიყვარულითაც არ სარგებლობს.მაინც ფიზიკით და სირბილით უნდათ გაიტანონ ლელო.
8
0
სწორად ასეთ,მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს 21 წლამდელთა ნაკრები რაც სვანაძეა მწვრთნელად.ამ გუნდმა გოლი როგორ გაიტანოს უბრალოდ არ იცის.კი დაცვაში კარგად თამაშობენ,თითქოს ტაქტიკურადაც ნორმალურადაა ყველაფერი,მაგრამ მომენტებს იშვიათად ქმნიან და იმ შექმნილი მომენტებიდანაც 80 პროცენტს ქარს ატანენ.არადა კარგი შანსი აქვთ ევრო ანდერ 21-ზე გავიდნენ.ბურთების ბალანსი კი საშინელი გვაქვს და შეიძლებ სწორედ ეს ბურთების ბალანსი გახდეს გადაწყვეტი.
16
3
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული