U21. ოდიშარიას საგოლე პასები - საქართველომ მოლდოვასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა 3:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი გახდა, საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ოდიშარიას ჩაწოდებულ ბურთს გ. მამაგეიშვილმა თავით შმალენიას კარში მიუჩინა ადგილი. სვანაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს, თუმცა მათმა იერიშებმა სიმწვავე დაკარგა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სვანაძის შეგირდებმა მეორე გოლი გაიტანეს და მომენტი ისევ ოდიშარიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას მეკარემ და მცველმა ხიფათის განმუხტვა ვერ შეძლეს, რითაც კვერნაძემ ისარგებლა. მერე შეცვლაზე
შესულმა აბუაშვილმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, მან მალე მაინც გაიტანა და რა თქმა უნდა, ოდიშარიას პასით. აბუაშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი შმალენიამ მოიგერია.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა და 9 სექტემბერს ვენლოში ლიდერ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 გ. მამაგეიშვილი (14), 2:0 კვერნაძე (49), 3:0 აბუაშვილი (72)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 57), გაგნიძე (ოსიყმაშვილი 77), გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 77), ოდიშარია (რუხაძე 84), გორდეზიანი (აბუაშვილი 57), კვერნაძე

altსაქართველო V მოლდოვა - ახალგაზრდულის მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში

მკითხველის კომენტარები / 4 /
შვედებთან გველის მთავარი ომი ოქტომბერში, მანდ გადაწყდება მეორე ადგილის ბედი
შაკო
01:51 06-09-2024
0
ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობენ ეს ბიჭები. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს
არა ძმაო რა რობოტი
22:55 05-09-2024
1

სიახლეები პოპულარული