U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ ვენლოში მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ჩვენი გუნდი ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავს. მატჩის ტრანსლაციას საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

რამაზ სვანაძის გუნდს გასული ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 13 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც 10 სექტემბერს სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება. ჯგუფში პირველ ადგილს 24 ქულით ნიდერლანდები იკავებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი
(თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (თელავი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია).

ნახევარმცველები:
ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები:
ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.

nakrebi.ge


nakrebi.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვერნაძის დუბლი გვჭირდება
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
09:51 09-09-2024
1
6 არა და 7 თამაშიდან გვაქვს ეგ 16 ქულა... რათქმაუნდა, ესეც მშვენიერი შედეგია, მაგრამ მაინც..
დდდ
12:00 09-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული