ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და „სტრასბურგის“ თავდამსხმელმა ემეგამ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ავადმყოფობის გამო საზონოვი ვერ დაეხმარა, ორივე გოლი დაცვის ცენტრიდან გაუშვა. ქართველი ფეხბურთელები არ შედრკნენ, შეტევებზე გადავიდნენ, მეტოქე კი უხეშობდა და მათმა სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. 31-ე წუთზე ო. მამაგეიშვილმა ხვადაგიანის პასით ანგარიში შეამცირა. მომენტები კვერნაძეს და გ. მამაგეიშვილსაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. პირველი ტაიმის დასასრულს ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და ემეგას ჰეთ-თრიკის შესრულება
მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდებმა ზეწოლა გააძლიერეს: პირისპირ გასულ ემეგას დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია ხარატიშვილმა, მანჰუფმა მცირედით ააცილა მიზანს, ხოლო ოჰიომ მესამე გაგვიტანა. თან უგრეხელიძემ ტრავმა მიიღო და ოდიშვილმა შეცვალა. მერე მსაჯმა ჩვენს კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა და ოჰიოს უხეიროდ დარტყმულ ბურთს ხარატიშვილი დაეუფლა.

სვანაძის გუნდი 16 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს იონკოპინგში შვედეთთან გამართავს, რომელიც მეორე პოზიციაზე ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია.

ვენლო. „დე კოელი“
ნიდერლანდები - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ემეგა (4), 2:0 ემეგა (18), 2:1 ო. მამაგეიშვილი (31), 3:1 ოჰიო (71)
გამოუყენებელი პენალტი: ოჰიო (79, ნიდერლანდები)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი (გოგოტიშვილი 57), უგრეხელიძე (ოდიშვილი 74), ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე (ოსიყმაშვილი 81), გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 57), ო. მამაგეიშვილი ოდიშარია (გორდეზიანი 81), კვერნაძე

altU21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

altU21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში

მკითხველის კომენტარები / 19 /
მეორე ტაიმს უკვე სრულად ვუყურე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ნახევარ ძალით მოთამაშე მეტოქემ ჩვენი ადგილი მიგვიჩინა, 92 წუთზე ჩვენი მოწოდებული აუტი მიანიშნებს კიდეც ჩვენ ხარისხსზე, რამდენიმე ფეხბურთელი კი აშკარად ქვემოთ ექაჩება საერთო დონეს, ე.წ. ლიდერებიდან კი მაგ. კვერნაძეს და გაგნიძესაც ზედმეტი წარმოდგენა აქვთ თავიანთ შესაძლებლობებზე. სიმართლე კი ის არის რომ ეროვნულის პროგრესიც მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის მხრებზე გადადის და არა ყველაზე, სამწუხაროდ ახალგაზრდულის უმეტესობის ადგილს ამ დონით ეროვნულში ვერ ვხედავ...ვერ ვხვდები სანაძემ რა სამუშაო უნდა ჩაატაროს რომ მეორე ადგილზე გავიდეთ - ევროპაზე ? სასწაული იქნება....
გუსანი
15:05 10-09-2024
0
ოდიშარია საინტერესო კადრია სამომავლოდ ეროვნული ნაკრებისთვის.გუშინაც მონდომებული იყო.ნიჭიერი მარჯვენა შემტევია და ევროპა ლიგაზეც უფრო აიმაღლებს კლასს.ოთო მამაგეიშვილიც ნიჭიერი ბიჭია.მოკლედ არის ამ ნაკრებში 3-4 კაცი,ვისაც შეუძლია მომავალში ეროვნულში მოხვედრა. ოდიშარია-ო.მამაგეიშვილი-ლომინაძე- და საზონოვი ისეც ნაკრების წევრია.გაგნიძე რეგრესშია სამწუხაროდ,კვერნაძესაც ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
მეზღვაური
12:17 10-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული