16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანი - სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2022 წლიდან მუშაობს.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანდრო 18 და 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, დღეიდან კი 16-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობს.

სანდრო კობახიძის გუნდი 29 სექტემბერს თურქეთის ქალაქ ერზურუმში გაემგზავრება, სადაც 16-წლამდელები 1 და 2 ოქტომბერს საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის B ჯგუფში ყირგიზეთს და უზბეკეთს დაუპირისპირდებიან. ხოლო ტურნირის მესამე მატჩს 4
ოქტომბერს ჩვენი ასაკობრივი A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს.

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მწვრთნელებს ეროვნული გუნდების სისტემაში თავის წარმოჩენის და საკუთარი სამწვრთნელო უნარების განმტკიცების საშუალება მივცეთ.

სანდრო წლებია ჩვენი სტრუქტურის წევრია და ვფიქრობ, რომ ამ წლებში შეძენილი გამოცდილების გათვალისწინებით, დღეს ის უკვე მზად არის იმისთვის, რომ მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა აიღოს. ეს სანაკრებო ციკლი მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება და მინდა, რომ მას მოახლოებულ მატჩებში და ზოგადად, წარმატება ვუსურვო."

სანდრო კობახიძე: "მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გამოჩენილი ნდობისთვის. ეს საქმე ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და იმედი მაქვს, რომ სწორი მუშაობით და შრომით, დასახულ მიზანს მივაღწევთ."

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული