U16 | თურქმენეთი 0:4 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში გამართული საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თურქმენეთის 17-წლამდე ნაკრებთან გამარჯვებით (0:4) დაასრულა და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, თურქმენეთთან შეხვედრაშიც, ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მე-16-ე წუთზე, გიორგი ლაგვილავას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა, რომელმაც ტურნირზე თავისი მესამე გოლის გატანა შეძლო.

შეხვედრის მიწურულს, თავი ალექსანდრე კუნჭულიამ და ანდრია ჩხაიძემ გამოიჩინეს. ჩხაიძემ, 95-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4.

სანდრო კობახიძის გუნდი, 2025 წლის შემოდგომაზე გასამართი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვის
გააგრძელებს მზადებას.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
თორნიკე კვარახხელია ხვიჩას ძმა? ვაუ რა კარგია მგონი 2-3 წელში 2 კვარა გვეყოლება ნაკრებში. ❤️
G.LA
02:09 07-10-2024
1
კარგია ეს ტურნირები ბავშვებისათვის..გამოცდილებას იძენენ..მაგრამ ყირგიზეთის და თურქმენეთის დონის გუნდებთან თუ გასეირნება იყო..უზბეკებმა სამაგიეროდ დაგვახიეს ბურთი თავზე..4-1 მოგვიგეს..ამ მატჩის დეტალები და განხილვა უფრო საინტერესო იქნებოდა ვიდრე ეგ მშრალი ინფორმაცია...კობახიძემ რა დასკვნები გამოიტანა...სად გვიჭირს სად გვილხინს..
ბუჯანგა
10:00 07-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული