U16 | ყირგიზეთი 0:3 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, პირველი მატჩი ჩაატარა სადაც ჩვენმა ასაკობრივმა ყირგიზეთის დამარცხება შეძლო - 0:3. შეხვედრაში გიორგი გორგაძემ დუბლის შესრულება შეძლო, ხოლო ანდრია ჩხაიძემ 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს მატჩი, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის, საერთაშორისო დონეზე ჩატარებული პირველი მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას, სანდრო კობახიძის გუნდი ხვალ, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ტურნირის მესამე მატჩს, 4 ოქტომბერს, ჩვენი ასაკობრივი, A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული