U21. საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა და უმოტივაციო ნიდერლანდების იმედად დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან 2:3 დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, თავიდანვე შემოგვიტიეს, სტუმრებმა კი თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და ლომინაძემ დააწინაურა. თუმცა, შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და ონდრეიკამ ლომინაძისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე კი ხვადაგიანის შეცდომით სვედბერგმა ისარგებლა და ხარატიშვილის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი დაცვის მორიგი ჩავარდნის შედეგად ერაბმა მესამე გოლი გაგვიტანა. შემდეგ შეცდომა მეტოქის მეკარე დოვინმა დაუშვა და კურიოზული გოლი გაუშვა. აქედან მოყოლებული სვანაძის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე
აიწიეს და სწრაფი კონტრიერიშისას მოწინააღმდეგეს შანსი მიეცა, როდესაც კასემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კომპენსირებულ დროში აბუაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო 16 ქულით მესამეზე.

14 ოქტომბერს შვედეთი ნეიმეგენში პირველადგილოსან და უმოტივაციო ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, საქართველო კი 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ქუთაისში მიიღებს.

იენჩეპინგი. «სტადსპარკსვალენი“
შვედეთი - საქართველო 3:2
გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ონდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (38), 3:1 ერაბი (47), 3:2 დოვინი (51, საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64), ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე

altU21 | შვედეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში

მკითხველის კომენტარები / 21 /
კაპიტანი ასეთ საგოლე მომენტებს რომ აჩუქებს მეტოქეს, სხვას რაღა უნდა მოსთხოვო? ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, თითქოს ეხლა ისწავლეს ფებურთის თამაში. თუ ნაკრებისთვის ამათზე უკეთესებს ვერ პოულობს მწვრთნელი, ქართულ ფეხბურთს მომავალი თაობა არ ყოლია. ასეთივე ბავშვური შეცდომებით მოგვიგეს ნიდერლადებმა(განსაკუთრებით პირველი ტაიმი).
ასე არ უნდა თამაშობდეს ნაკრების კაპიტანი
22:32 10-10-2024
0
კარგით რა! ამდენი ბავშვური შეცდომები საიდან!? გადაცემების დროს ამდენი შეცდომა შეიძლება!? შვედეთს არეფერი ისეთი არ გაუკეთებია თვენ მიეცით თამაში, თუ რა არის ვერ გავიგე!?
მწვრთნელი
22:00 10-10-2024
1

სიახლეები პოპულარული