![](https://sportall.ge/pictures/image5/2bf0bc490fa013d56eeab1b973ce15a7.jpg)
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, ლომინაძე, აბუაშვილი, ოდიშარია, კვერნაძე.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა.
მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.