U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 14 ნოემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო კი ხორვატიაში, 19 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
შესაძლო ხუთიდან, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა,მაგრამ შედეგის დადება თუ გინდა, ნებისმიერი მუტოქე უნდა დაამარცხო.
თედორე
20:09 17-10-2024
0
თამაშის ხარისხის გათვალისწინებით უძალიანესად უნდა გაგვიმართლოს და თან ბიჭებმა თავიანთი საუკეთესო ვარიანტი უნდა აჩვენონ როგორც ფიზიკაში ისე სათამაშო ინტელექტში, ხორვატებს კი არ უნდა გაუმართლდეს.....
გუსანი
19:35 17-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული