U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 14 ნოემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო კი ხორვატიაში, 19 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დაცვაის ხაზია ისახედი და მეკარე შესაცვლელი, იმუშავებენ ამაზე, ჯერ არის დრო, ხორვატებს აევეყოლებათ ცუდი გუნდი, მაგრამ გრანდი არა, იმედია გავალთ
გოგა
14:35 17-10-2024
0
ყველასთან შეიძლება თამაში. ხორვატია არაა არც ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და არც პორტუგალია, ბელგია ან იტალია! ბოლო ბოლო ჩვენსავით 4 მილიონიანი ერია. კი ბატონო ყოველთვის ნიჭიერი ბავშვები ყავთ მაგრამ თუ ის ბიჭები ვინც ეროვნულში ჯერჯერობით სკამზე სხედან (აზარა, გოჩო, გოგლიჩა და აშ) დაეხმარებიან ახსლგაზრდულს მაგარ ბრხოლას გავუმართავთ ხორვატებს…
Zaza
14:43 17-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული