U19. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შვედეთს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი შვედეთი 2:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შემტევი ვახტანგ სალია ვერ დაეხმარა, 70-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს ამავე სტადიონზე ნორვეგიასთან ჩაატარებს, რომელმაც ესტონეთს 2:1 მოუგო.

ბორასი. „ბორას არენა“
შვედეთი - საქართველო: 1:2
გოლები: 1:0 სერნელიუსი (30), 1:1 ნიკოლაიშვილი (70), 1:2 გეგუჩაძე (88)

საქართველო: საური, მეფარიშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ბერელიძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 89), სამუშია, წულაია (გვასალია 70), თურქია (ოდიკაძე 63)

alt19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია გილოცავთ, 19 წლამდელები არა პატარა ასაკი შვედებთან მოგება იდეალურია
გოგა
23:17 13-11-2024
0
ეს რა შემადგენობა იყო> შვედეთს ვეთამაშეთ თუ მოზამბიკს, კონგოს თუ ზიმბაბვეს?
1

სიახლეები პოპულარული