20:54 15-11-2024
U21. საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო - ყველაფერი რიეკაში გადაწყდება [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და დებიუშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც კვერნაძის მარჯვენა ფლანგზე გარღვევას მამაცაშვილის დარტყმა, მეკარის მოგერიება მოჰყვა და გ.მამაგეიშვილთან ბრძოლაში ბურთს საკუთარ კარში ადგილი მცველმა სოლდომ მიუჩინა. აქედან მოყოლებული სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ზვონარეკი საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ჩვენი გუნდი ხარიხამ იხსნა, შემდეგ სოლდოს გატანა მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება, ფრიგანმა კი შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა მეტოქის მწვავე შეტევები მოიგერია, ხოლო 61-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას პირისპირ გასული გ. მამაგეიშვილი მეკარე ჩავლინამ საჯარიმოს გარეთ წააქცია და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლული ხორვატები იძულებულები გახდნენ დაცვაში ჩამდგარიყვნენ, შეცვლაზე შესულმა მეკარე კოლიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ხორვატია 1:0
გოლი: სოლდო (4, საკ. კარში)
გაძევება: ჩავლინა (61, ხორვატია)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მორჩილაძე 90+1), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი (სიგუა 67), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 76), მამაცაშვილი (აბუაშვილი 67), ოდიშარია, კვერნაძე
მკითხველის კომენტარები / 34 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რას ამბობს ეს ხალხი ვერ გავიგე, რახან კაცი გაუგდეს 5 ფორვარდით უნდა გვეთამაშა? კაცის გაგდების მერე გვქონდა 2 3 იდეალური მომენტი გასატანი და ყველა მეკარემ აიღო, 8 დან 6 კუთხური მერე მოვაწოდეთ, ზუსტი დარტყმები მერე გვქონდა 4 ზუსტი დარტყმა, რა კლასის ქონდათ უტევდნენ და მეტი რა ექნათ? 10 კცით დარჩა და დაცვაში ჩადგა ხორვატია, მაშინ არ უნდა დავბნეულიყავით თორემ კონტრშეტევაზე შეგვიგდებდნენ, სწორად ათამაშა გუნდი სვანაზემ და როცა აზრზე არ ხართ ფეხბურთის არაფელი დაწეროთ ჯობია, თუ მეორე მეორე გოლი ვერ გავიტანეთ აქ უკვე კლასი არ ეყო გუნდს, სულ ეგა და ბრძოლას და სურვილს ვერ დავუკარგავთ ბიჭებს
0
1
ღმერთმა ქნას მაინც გავიდეთ თუმცა თუ ვერ გავედით სვანაძე არის გასაგდები მიუხედავად იმ წარმატებისა რაც ასეთუ ისე აქვს ახალგაზრდულ ნაკრებს, რაც გუშინ მწვრთნელმა იკადრა ეგეთი არც ახალგაზრდული ნაკრები გვინდა და არც ეროვნული, რა იკადრაა?? რა იკადრა და ჩაიჯვა და გუნდსაც ჩააჯმევინა,,ესეთი შანსი როცა მოგეცემა მით უმეტეს 2-რაუნდიან დაპირისპირებაში და შენ ამ შანსს შეგნებულად არ იყენებ ბოდიში მარა ხარ მშიშარა მწვრთნელი და მშიშრები წარმატებას ვერ აღწევენ,,გასაგებია წინა მწვრთნელებთან და წინა წლებთან შედარებით რაღაც პროგრესი გვაქვს თუმცა რა პროგრესიც შეგვეძლო გვქონოდა იმ თაობიდან გამომდინარე რაც გვყავს არ გვაქვს და ეს მწვრთნელის მშიშარა ბუნების პირდაპირი ჩვენებაა,,ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც წაუგებლად გამოვარდით ისრაელთან რომელიც არც ფეხბურთელებით გვჯობდა და არც როგორც გუნდი თუმცა შიშით და კანკალით მოთამაშე გუნდს ყველა მიაჩმორებს რაც დაგვემართა კიდეც,,ესეთი შანსი უნდა გამოიყენო აუცილებლად როცა გქვია მწვრთნელი და გაქვს რაიმე პრეტენზია, შიშით და კანკალით მოთამაშე გუნდის ყურება არც თუ ისე სასიამოვნოა
9
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული