20:54 15-11-2024
U21. საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო - ყველაფერი რიეკაში გადაწყდება [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და დებიუშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც კვერნაძის მარჯვენა ფლანგზე გარღვევას მამაცაშვილის დარტყმა, მეკარის მოგერიება მოჰყვა და გ.მამაგეიშვილთან ბრძოლაში ბურთს საკუთარ კარში ადგილი მცველმა სოლდომ მიუჩინა. აქედან მოყოლებული სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ზვონარეკი საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ჩვენი გუნდი ხარიხამ იხსნა, შემდეგ სოლდოს გატანა მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება, ფრიგანმა კი შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა მეტოქის მწვავე შეტევები მოიგერია, ხოლო 61-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას პირისპირ გასული გ. მამაგეიშვილი მეკარე ჩავლინამ საჯარიმოს გარეთ წააქცია და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლული ხორვატები იძულებულები გახდნენ დაცვაში ჩამდგარიყვნენ, შეცვლაზე შესულმა მეკარე კოლიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ხორვატია 1:0
გოლი: სოლდო (4, საკ. კარში)
გაძევება: ჩავლინა (61, ხორვატია)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მორჩილაძე 90+1), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი (სიგუა 67), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 76), მამაცაშვილი (აბუაშვილი 67), ოდიშარია, კვერნაძე
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
მაგრამ ეს რა იყო 10 კაციან გუნდ მეორე ნომრად რომ ეთამაშები და ბურთის შენარჩუნებაზე რომ ფიქრობ , ასე გაგვიჭირდება განმეორებით შეხვედრაში