მარტვილის "მერანმა" თურქული შეკრება დაასრულა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა“ თურქეთში შეკრება დაასრულა. ქართული კლუბი სამშობლოში ხვალ, გამთენიისას დაბრუნდება. მარტვილელები ორი დღე დაისვენებენ და 18 თებერვლიდან უკვე მარტვილში გააგრძელებენ მომზადებას 2018 წლის ჩემპიონატისთვის.

თურქეთში, ქალაქ სიდეში, "მერანმა" ორი კვირა დაჰყო და ხუთი ტესტ-მატჩი გამართა ("დინამო“ (21) კიევი - "მერანი“ 3:1, "შახტარი“ (21) დონეცკი – "მერანი“ 0:2, "დინამო“ ვრანი - "მერანი“ 2:1, მიედზ ლეგნიცა - "მერანი“ 1:0, "ვოლინი“ – "მერანი“ 1:0).

შეკრებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხეილ მახვილაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ. "მერანის" თავკაცის თქმით, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა
"მერანმა“ ჩემპიონატის სტარტამდე საკმაოდ ნაყოფიერი სამზადისი გაიარა, რაც აუცილებლად გამოადგება ჭყონდიდის კლუბს ეროვნულ ლიგა 2-ში ღირსეულად ასპარეზობისთვის.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 1-ელ მარტს დაიწყება. "მერანი“ კი თავის მატჩს 3 მარტს გამართავს. მარტვილელები "მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბ "გაგრას“ დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია მერანის facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0