ირაკლი ბურდილაძე (m²-ის დირექტორი): საუბარია 100 000 ლარზე, რის შემდეგაც გავხდით კლუბის გენერალური სპონსორი. გარდა ამისა, გუნდის მაისურზე იქნება ჩვენი ლოგო.
- ეს დაფინანსება ერთჯერადია თუ მომავალშიც ითვალისწინებს ფინანსურ აქტივობებს?
- ეს არის ერთწლიანი სპონსორობა, თუმცა სეზონის ბოლოს განვიხილავთ და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს.
ირაკლი ვაშაკიძე ("თელავის" დირექტორი): ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვეყოლება გენერალური სპონსორი. ჩვენი კლუბი სულ რაღაც 2.5 წელია არსებობს
- როგორც გაირკვა, 100 000 ლარზეა საუბარი. რაში დაიხარჯება ეს თანხა?
- ხელფასებში, ყოველდღიურ ხარჯებში, მივლინებებში, სტადიონის რეკონსტრუქცია და ა.შ.
ფოტო: ეკა ჯოხარიძე