გაბრიელ საღრიშვილი: აქამდე ასეთი დებიუტი არასდროს მქონია

AutoSharing Option
წყალტუბოს "სამგურალის" ფეხბურთელმა გაბრიელ საღრიშვილმა "შევარდენთან" (2:0) ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

19 წლის გაბრიელ საღრიშვილს "სამგურალის" რიგებში ბრწყინვალე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა "შევარდენთან" სასტარტო მატჩში დუბლი შეასრულა და წყალტუბოელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ "სამგურალის" ახალგაზრდა შემტევმა აღნიშნა, რომ აქამდე ასეთი დებიუტი არ ჰქონია.

"სამგურალის" მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ვითამაშე და მიხარია, რომ დებიუტი დუბლით აღვნიშნე. აქამდე ასეთი დებიუტი არასდროს მქონია. გოლები სასიხარულოა, მაგრამ უფრო მეტად გუნდის მოგებაა მნიშვნელოვანი. მადლობა ბიჭებს
კარგი თამაშისთვის. ვეცდებით, რომ გულშემატკივრები მომდევნო მატჩებშიც გავახაროთ", - აღნიშნა საღრიშვილმა.


მომზადებულია fcsamgurali.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0