ეროვნული ლიგა 2. III ტური: დერბი დელა მანდარინა ქუთაისური არომატით

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2 უფრო იძაბება და ახალ ეშხში შედის, ხოლო მე-3 ტურის მატჩები 15 მარტს განახლდება და სამი დღე გაგრძელდება.

Sportall.Ge

ტური თბილისში, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" იხსნება, "შევარდენი" "ცხინვალს" მასპინძლობს.

"შევარდენი" წინა ტურში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მატჩის მონაწილე იყო, ხუთგოლიან დაპირისპირებაში სტუმრად "ნორჩი დინამო" 3:2 დაამარცხა. შესანიშნავ ფორმაშია 36 წლის ვეტერანი, გუნდის კაპიტანი და ლიდერი დავით ოდიკაძე, რომელმაც წინა ტურში დუბლი შეასრულა.

"ცხინვალი" ბოლო ორ მატჩში მხოლოდ ერთ ქულას გამორჩა და სამაჩაბლოელები ნამდვილად არ არიან კარგ ფორმაში. იმის მიუხედავად, რომ წინა
ტურში "შუქურასთან" უპირატესობას ფლობდნენ, მაინც ვერ ახერხებდნენ ამ ყველაფრის შედეგიანად გამოყენებას. მალხაზ ლაცაბიძეს ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს იმ ნაპერწკლის საპოვნელად, რაც გუნდს აკლია.

ამ შეხვედრაში ფავორიტის გამოყოფა რთულია, მაგრამ წინა მატჩში გამოჩნდა, რა კარგად იყენებს "შევარდენი" კონტრშეტევებზე თამაშს.

Sportall.Ge

მარტვილში საინტერესო დაპირისპირება გველის. ორივე გუნდმა პირველი ტური ეფექტურად დაიწყო, თუმცა მეორე ტურში ორივე მოულოდნელად დამარცხდა.

"სამგურალმა", რომელიც ამ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მოვიაზროთ, წინა შეხვედრაში ძალიან უფერული მატჩი შემოგვთავაზა "გაგრასთან" დაპირისპირებაში და 1:0 დამარცხდა. ვერც პირველი ტურის "ვარსკვლავი" გაბრიელ საღრიშვილი ბრწყინავდა და ვერც დანარჩენი გუნდი.

"ნორჩმა დინამომ" კი პირველი ტური სენსაციით - "შუქურას" დამარცხებით დაიწყო, თუმცა წინა შეხვედრა "შევარდენთან" უხვგოლიან დაპირისპირებაში დათმო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დინამოელები ყველაზე შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ორ ჩატარებულ მატჩში 5 გოლი გაიტანეს.

ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაში თბილისელებს ძალიან გაუჭირდებათ.

Sportall.Ge

"მცხეთა პარკზე" ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილის ლიდერები დაუპირისპირდებიან.

ნამდვილად ქების ღირსია თბილისური გუნდი, წინა ტურში მათ ბათუმის "დინამოს" არაფერი დაუთმეს და ღირსეული სამი ქულაც მოიპოვეს.  სამი ქულა არ იქნებოდა, რომ არა 20 წლის ტალანტი პაატა ღუდუშაური, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამისთვის და თუ პირველ ტურს გავიხსენებთ, "ვიტ ჯორჯიამ" ფრეს მაშინაც მისი გოლით მიაღწია.

მარტვილელებს წინა სეზონთან შედარებით ისეთი მრისხანე გუნდი აღარ ჰყავთ. ჯერ "გაგრასთან" ითამაშეს 0:0 და შემდეგ ძალიან რთულ დაპირისპირებაში "თელავი" 1:0 დაამარცხეს. მიუხედავად ამისა, "მერანი" დიდი ძალაა და როგორც კი უკეთესად შეთამაშდება გუნდი, ალბათ მოუმატებენ.

წინა "ვიტ ჯორჯიამ" "მერანს" სეზონში ერთი მატჩი მოუგო, ხოლო დანარჩენი სამი დათმო. დიდ როლს ითამაშებს პაატა ღუდუშაურის ფაქტორი, რომელმაც მატჩის მიწურულს ფეხი იღრძო და უცნობია, იქნება თუ არა ხვალინდელ მატჩში.

Sportall.Ge

თუ ტურის ცენტრალური მატჩი არა, თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გველის.

თელაველებმა ბოლო ორ მატჩში თავიანთი ბრძოლისუნარიანობით და საინტერესო მიდგომით გაგვაოცეს. ჯერ ბათუმის "დინამო" დაამარცხეს, ხოლო მეორე ტურში "მერანთან" კი დამარცხდნენ, მაგრამ მარტვილელებს საკუთარ მოედანზე უპირატესობა უბრალოდ წაართვეს. სტატისტიკურად, კახელებს ბურთის ფლობა 56% ჰქონდათ.

"გაგრა" პირველ ორ ტურში გათამაშების ორ ფავორიტთან სასურველ ქულებს გამორჩა. პირველ ტურში მარტვილიდან 1 ქულა წამოიღო, ხოლო წინა ტურში "სამგურალი" დაამარცხა და 3 ქულა მოიპოვა.

აფხაზურ გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. წინა სეზონთან შედარებით, გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვალა და კლუბში თავი მოიყარა ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. ამიტომ პერიოდულად გამოჩნდება, თუ ძალუძთ გაგრელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა.

მატჩს, დიდი ალბათობით, კონკრეტული მომენტები განსაზღვრავს, რადგან არცერთი გუნდი არ შეეცდება მეტოქეზე დიდი ძალებით მიძალებას და უფრო ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებაზე იქნება ბრძოლა. ამ შეხვედრაში თითოეული ქულა ორივე გუნდისთვის ფასეული იქნება.

Sportall.Ge

დერბი "დელა მანდარინა" განსხვავებულ ლიგაში, განსხვავებული აქცენტით და განსხვავებული ადგილით გველოდება. აჭარული დაპირისპირება, როცა ზღვისპირელები ორად იყოფიან, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისში გაიმართება.

თამამად შეგვიძლია ვთვათ, რომ ორივე გუნდს უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა 2014 წელს, როცა უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, ვიდრე ახლა, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ორივე კლუბის მომავლის და უკან დაბრუნების პერსპექტივა.

"შუქურამ" სეზონი არასტაბილურად დაიწყო, მოულოდნელად დამარცხდა "ნორჩ დინამოსთან", თუმცა "ცხინვალთან" გამარჯვება მოიპოვა. ქობულეთელების მთავარი პრობლემა სტადიონია, რადგან კლუბისთვის საშინაო არენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იქ სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. "ჩელე არენაზე", სავარაუდოდ, "შუქურა" მესამე წრიდან შეძლებს თამაშს.

ბათუმელთა ბოლო ორი მატჩი ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს, ძალუძს ამ გუნდით ეროვნულ ლიგაში დაბრუნება? ფაქტია, მარტო გია გეგუჩაძის ფაქტორი მატჩებს ვერ მოიგებს.

ორი წაგება, ორივე მინიმალური ანგარიშით, თუმცა მხოლოდ უფერული ფეხბურთი, ეს ის არ არის, რაც "დინამოს" ქომაგებს სურთ. ფაქტია, ისინი უფრო მეტს იმსახურებენ.

წინა წელს ეროვნულ ლიგაში ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირება ყველაფერი იყო, გარდა ფეხბურთისა. ვიმედოვნებთ, რომ როგორც ამ დერბის სჩვევია, გახსნილი და ლამაზი ფეხბურთი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოიცათ რაა,ეს დელა მანდრინა რა შაშაკოლაა,არ გრცხვენიათ?
ბაჩო
15:14 15-03-2018
0
totalizatoris monebo, vis ainteresebxart)))
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0