ეროვნული ლიგა 2. IV ტური: ლიდერი "ვიტ ჯორჯია" თელავს სტუმრობს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მატჩები დღეს, 29 მარტს განახლდება და სამ დღეს გასტანს. პირველი სამი ტურის შემდეგ უნდა ითქვას, რომ სიტუაცია საკმაოდ დრამატულად და საინტერესოდ ვითარდება.

Sportall.Ge

ტური საკმაოდ საინტერესო შეხვედრით გაიხსნება, გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "გაგრა" ახალდაწინაურებულ "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს. მატჩის ფავორიტად მასპინძლები უნდა მოვიაზროთ, რომლებიც ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ.
  • "გაგრა" მეორე გუნდია, რომელსაც სამი ტურის შემდეგ წაუგებელი სერია აქვს: ორი ფრე და ერთი გამარჯვება.
  • აფხაზები საშუალოდ მატჩში 4.6 საგოლე მომენტს ქმნიან, რეალიზების პროცენტი კი - 14.2.
  • წინა სამი მატჩიდან "გაგრა" ტერიტორიულ უპირატესობას
    მხოლოდ ერთ შეხვედრაში ფლობდა.
  • "ნორჩ დინამოს" "შევარდენთან" ერთად ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 5 გოლი.
  • ასევე "შევარდენთან" ერთად მეორე ადგილს იყოფს "ნორჩი დინამო" გაშვებული გოლების რაოდენობითაც - 6 გოლი.
  • "ნორჩმა დინამომ" ორ ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: "შუქურას" 3:2 მოუგო და "შევარდენთან" 2:3 წააგო.

Sportall.Ge

ეროვნულ ლიგაში "ცხინვალი" ჯერჯერობით ყველაზე სუსტად გამოიყურება და "სამგურალი" კი პირიქით, ლიგის მოგების ფავორიტია. ფაქტია, "მცხეთა პარკზე" სამაჩაბლოელები შეეცდებიან, სიტუაცია გამოასწორონ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ.

  • "ცხინვალი" სამი ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
  • ორი ფრე სამაჩაბლოელებმა გასვლაზე მოიპოვეს, საშინაო შეხვედრა კი წააგეს.
  • ცხინვალელთა ბომბარდირი ანდრო ნემსაძეა 2 გოლით, ხოლო საგოლე გადაცემებით გიორგი ლაცაბიძე ლიდერობს (2).
  • "სამგურალს" თითქმის ყველა მატჩში ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდა, საგოლე მომენტები კი საშუალოდ 4.3 აქვს.
  • "სამგურალის" არცერთ ჩატარებულ მატჩში ორივე გუნდს გოლი არ გაუტანია, ორი შეხვედრა მშრალად მოიგო და ერთი შეხვედრა ანალოგიურად, მშრალად წააგო.
  • წინა სეზონში ეს გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თანაბრად, 2-2 მოგებით დაშორდნენ.

Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი თელავში გველის და მის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.

კახელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურების შემდეგ იმდენად კარგად დაიწყეს ასპარეზობა, რომ ვერცერთ შეხვედრაში ვერ განიხილავ აუტსაიდერად. თუმცა ამჯერად მეტოქედ სამი ტურის შემდეგ საუკეთესო გუნდი "ვიტ ჯორჯია" ერგოთ. "ვიტ ჯორჯიამ" ლიგის დაწყებისთანავე თამამი განაცხადი გააკეთა, რომ წინა წელთან შედარებით უფრო შეკრული გუნდია და მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

  • "თელავს" ორმა გატანილმა გოლმა 4 ქულა მოუპოვა. პირველივე ტურში სენსაციურად დაამარცხეს ბათუმის "დინამო".
  • "თელავს" საწყის ტურებში ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარი ერგო: ბათუმის "დინამო", მარტვილის "მერანი", "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია"
  • კახელებმა ამ შეხვედრამდე ეროვნული ლიგის ბინადარ "ლოკომოტივს" ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლიეს.
  • "ვიტ ჯორჯიას" სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მათ შორის ორი შეხვედრა მოიგეს და პირველ ადგილზე არიან.
  • "ვიტ ჯორჯიამ" სამივე მატჩში თითო გოლი გაიტანა.
  • "ვიტჯორჯიელთა" გამორჩეული ფეხბურთელი პაატა ღუდუშაურია, რომელსაც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

Sportall.Ge

არანაკლებ საინტერესო მატჩი მარტვილში გველის. საკმაოდ ძლიერი "მერანი" კიდევ უფრო გაძლიერდა. მარტვილელების შემადგენლობაში წინა წლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დათა სიჭინავა იასპარეზებს, რაც ერთიორად ზრდის "მერანის" გაჩემპიონების შანსებს.

აი, "შუქურაში" კი ჯერ ძალიან დიდი არეულობაა, რისი შედეგიცაა, რომ კლუბი ბოლოსწინა ადგილზეა. ზღვისპირელები წინა ტურში ბათუმის "დინამოსთან" 3:0 დამარცხდნენ.

  • დათა სიჭინავამ პირველივე მატჩში გოლით გამოიჩინა თავი, ამხანაგურ შეხვედრაში "სამგურალთან" (1:2) სწორედ სიჭინავას გოლით დაწინაურდნენ მარტვილელები.
  • "მერანს" სამი მატჩის ჯამში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ის სერგეი ტრეტიაკის ანგარიშზეა.
  • მარტვილელებმა სამ შეხვედრაში ყველანაირი შედეგი დააფიქსირეს: წაგება, მოგება, ფრე და ჯამში, საკუთარ კარებში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღეს.
  • "შუქურამ" სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური მატჩი ჩაატარა ქვეყნის ჩემპიონ "ტორპედოსთან" და 0:2 დამარცხდა.
  • ქობულეთელებს ყველაზე მეტი გოლი აქვთ გაშვებული - 7 გოლი.
  • ზღვისპირელების გამორჩეული ფეხბურთელებია დოს რეის რამოსი (2 გოლი) და ჯეფერსონ ჯერალდო (2 საგოლე გადაცემა)

Sportall.Ge

ბათუმის "დინამო" ჯერ კიდევ ბევრ კითხვას აჩენს. მათი თამაში ნამდვილად არ ჰგავს საჩემპიონოს. თუმცა წინა შეხვედრა ქობულეთის "შუქურასთან" საკმაოდ ეფექტური გამოუვიდათ და სამი გოლი გაიტანეს.

"შევარდენი" საკმაოდ საინტერესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაზე მის მიერ ჩატარებული თამაშებიც მეტყველებს. ალბათ, ეს გუნდი შეძლებს ამ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში პოზიციები შეინარჩუნოს.

  • ბათუმელებმა სანაკრებო პაუზის შემდეგ თურქეთში "რიზესპორთან" ამხანაგური შეხვედრა გამართეს და1:2 დამარცხდნენ.
  • ორივე შეხვედრაში, რომელიც ბათუმის "დინამომ" წააგო, ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია.
  • თითოეულ შეხვედრაში ბათუმელები დაახლოებით 500-700-მდე პასს აკეთებენ, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. პასების სიზუსტე 80%-91%-ია.
  • "შევარდენს" "ნორჩ დინამოსთან" ერთად ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 5 გოლი.
  • "შევარდენი" მეორე ადგილზეა გაშვებული გოლების რაოდენობით - 6 გოლი.
  • "შევარდენის" საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი დავით ოდიკაძეა, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0