გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა და ამით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა!

აქამდე 9 მეტრიანი ზღვარი აქამდე გადაკვეთილი არავის ქონია. მან მსოფლიოს რეკორდი, რომელიც აქვე პარიზში მაროკოელმა აბდელილაჰ განიმ დაამყარა, 44 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიადების ისტორიაში საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
განაცვალე ლომო!
ირაკლი
14:40 01-09-2024
1
ჩინებულია,ჩინებული,ფრიად,ფრიად გასახარი!
ბრაზი
14:36 01-09-2024
0

სიახლეები პოპულარული