"გაგრამ" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ნორჩ დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ნუგზარ სპანდერაშვილი გახდა, რომელმაც რატი ცაცკრიალაშვილის პასის შემდეგ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 95-ე წუთზე სტუმრებს გიორგი კაშია გაუძევეს.
ამ გამარჯვების შემდეგ "გაგრა" 8 ქულით დროებით სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
თბილისი. ბასა
გაგრა-ნორჩი დინამო 1:0
გოლი: 1:0 ნუგზარ სპანდერაშვილი (86)
გაძევება: +95 გიორგი კაშია (ნ)
გაგრა. 4-1-4-1: ვადიმ შევჩუკი, ავთანდილ ბრაჭული, ევჰენი ზახარჩენკო, გიგა სამხარაძე, რატი ცაცკრიალაშვილი, ივანე
მთ. მწვრთნელი: დენის სომუტოვი
ნორჩი დინამო. 4-3-3: ბექა შეყრილაძე (ბაჩო მიქავა 46), სევასტი თოდუა, გიორგი კაშია, ბესიკ ჩიმაკაძე, იაგო დეისაძე, დაჩი ფოფხაძე, რაფაელ ჩუკურა, გიორგი ჯგერენაია, გიორგი თ. ტყეშელაშვილი, ვანო შენგელიძე (ბექა ბეროშვილი 59), კახაბერ კაკაშვილი