თბილისში, "შატილის" სტადიონზე ერთმანეთს "ნორჩი დინამო" და "ცხინვალი" უპირისპირდებიან.
- "ნორჩ დინამოს" სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. მათ მხოლოდ სადებიუტო მატჩი მოიგეს "შუქურასთან".
- დინამოელებმა წინა მატჩში "გაგრასთან" 16-ჯერ დაარტყეს კარისკენ, 9 საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა 0:1 წააგეს.
- ცხინვალელთა ბომბარდირი ანდრო ნემსაძეა 2 გოლით, ხოლო საგოლე გადაცემებით გიორგი ლაცაბიძე ლიდერობს (2).
- სამაჩაბლოელებმა ორი მატჩი ითამაშეს სტუმრად და ორივე ფრედ დაასრულეს.
- "ნორჩი დინამო" 3 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო "ცხინვალი" - 5 ქულით მე-6 ადგილზე.
ტურის ცენტრალური მატჩი "მცხეთა პარკზე"
- "ვიტ ჯორჯიას" სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია.
- "ვიტ ჯორჯიამ" ოთხი ტურის ჯამში, ყველა მატჩში თითო გოლი გაიტანა.
- "ვიტ ჯორჯიას" ყველა გოლი და საგოლე გადაცემაც სხვადასხვა ფეხბურთელზე მოდის.
- "გაგრას" ოთხი ტურის შემდეგ ორი მოგება და ორი ფრე აქვს.
- აფხაზებმა ორივე შეხვედრა სტუმრად ფრედ დაასრულეს.
- "გაგრასაც" არცერთ მატჩში ერთ გოლზე მეტი არ გაუტანია. ერთადერთი უგოლო მატჩი პირველ ტურში "მერანთან" 0:0 დასრულდა
- ურთიერდაპირისპირება: წინა სეზონში 2 მატჩი მოიგო "ვიტ ჯორჯიამ", ერთი ფრედ დასრულდა და ერთიც "გაგრამ" მოიგო.
საინტერესო დაპირისპირება გველის მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, რომლის ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.
- ორივე გუნდს ოთხი ტურის შემდეგ 6-6 ქულა აქვს. უპირატესობას ბათუმელები ფლობენ გატანილი გოლების რაოდენობით.
- "სამგურალის" არცერთ ჩატარებულ მატჩში ორივე გუნდს გოლი არ გაუტანია, ორი შეხვედრა მშრალად მოიგო და ორი შეხვედრა ანალოგიურად, მშრალად წააგო.
- წყალტუბოელთა ბომბარდირი გაბრიელ საღრიშვილია, რომელმაც პირველ ტურში დუბლი შეასრულა, თუმცა შემდეგ თავი აღარ გამოუჩენია.
- ზღვისპირელებმა ბოლო ორი მატჩი "შუქურასთან" და "შევარდენთან" მოიგეს. კლუბს აქამდე ორი წაგება ჰქონდა.
- ბოლო ორ შეხვედრაში "დინამომ" 3-3 გოლი გაიტანა, როდესაც კლუბს აქამდე გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი.
- ბათუმის "დინამოს" "შევარდენთან" ერთად ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.
"იუნკერებს" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "მერანი" სტუმრობს.
- "შევარდენს" ოთხი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი, 9 ბურთი აქვს საკუთრ კარებში მიღებული.
- "შევარდენის" საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი დავით ოდიკაძეა, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
- "შევარდენს" ბათუმის "დინამოსთან" ერთად ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.
- "მერანმა" სტუმრად ერთი შეხვედრა ითამაშა და ისიც "ვიტ ჯორჯიასთან" წააგო.
- მარტვილელებს 4 მატჩის ჯამში, "თელავთან" ერთად ყველაზე ცოტა, 2 გოლი აქვთ გატანილი.
- "მარტვილელთა" ახალწვეულმა დათა სიჭინავამ პირველივე შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქუთაისში ქობულეთელები თელაველებს სტუმრობენ და წესით, საინტერესო სანახაობას უნდა ველოდოთ.
- ორივე კლუბს 4 ტურის შემდეგ თითო მოგება აქვს.
- ქობულეთელები ცხრილის ბოლოში არიან. მათ 8 ბურთი აქვთ მიღებული და 4 გოლი გატანილი.
- ზღვისპირელების გამორჩეული ფეხბურთელებია დოს რეის რამოსი (2 გოლი) და ჯეფერსონ ჯერალდო (2 საგოლე გადაცემა).
- "თელავს" ორმა გატანილმა გოლმა 4 ქულა მოუპოვა. პირველივე ტურში სენსაციურად დაამარცხეს ბათუმის "დინამო".
- კახელებმა ბოლო სამ შეხვედრაში საკუთარ კარებში თითო გოლი მიიღეს.