მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მე-17 წუთზე გიორგი ქავთარაძის პასით გიორგი ილურიძე გახდა.
აღსანიშნავია, რომ 39-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "დინამო" პირველივე ტაიმში მოედანზე კაცნაკლული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ეს ბათუმელებისთვის ზედიზედ მე-3 გამარჯვებაა ეროვნულ ლიგა 2-ში.
მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
სამგურალი-დინამო (ბთ) 0:1
სამგურალი. 4-2-3-1: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ბექა ბიბილაშვილი, თენგიზ ბრეგვაძე, უშანგი ბანძელაძე, ზაურ გოგუაძე, ნიკა შალამბერიძე, ივანე კილაძე, ცოტნე ხარაბაძე, ზურაბ ენდელაძე, მამუკა ღონღაძე
მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე
დინამო (ბთ). 4-1-2-3: მიხეილ ალავიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე, ამირან აბუსელიძე, ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი ილურიძე, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი