"შევარდენმა" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს, მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
"შევარდენის" ახალწვეულმა ფარიდ ნაბიევმა, რომელსაც აზერბაიჯანის ამომავალ ვარსკვლავად მოიაზრებენ, სადებიუტო გოლი გაიტანა.
ამ მოგებით "შევარდენმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
თბილისი. ტექნიკური ცენტრი ბასა.
შევარდენი-მერანი 2:1
გოლები: 1:0 ფარიდ ნაბიევი (24), 2:0 ომარ პატარკაციშვილი (32), 2:1 დავით ბოლქვაძე (77)
შევარდენი. 4-2-3-1: გიორგი ნადირაძე (კ), სილას სატურინიო, ომარ პატარკაციშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე, ფარიდ ნაბიევი, ზვიად ქანთარია (საბა მაისურაძე 73),
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია
მერანი. 4-2-3-1: კახაბერ მეშველიანი, გიორგი გეგია (დავით ბოლქვაძე 42), ბენჟამინ ტეიდი, დათა სიჭინავა, ნიკა მგელაძე, სერგო კუხიანიძე (ნიკოლოზ ხინთიბიძე 58), სერგეი ტრეტიაკი, ვაჟა ლომაშვილი (კ), ირაკლი კლიმიაშვილი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია
მთ. მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე