ეროვნული ლიგა 2. VI ტური: ბათუმელები ნორჩების წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა 2 მე-6 ტურის მატჩებით განახლდება.

13 აპრილი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი. 16:00
"მერანი" - "სამგურალი"


ტურის ცენტრალური მატჩი მარტვილში გველოდება. გუნდები, რომლებსაც ლიგის ფავორიტებად მოვიაზრებდით, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თუმცა ჯერჯერობით გუნდები საჩემპიონო თამაშს ვერ გვიჩვენებენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.

  • "მერანმა" ამ სეზონში საკუთარ სტადიონზე სამ შეხვედრას უმასპინძლა და არცერთი არ წაუგია.
  • 5 ტურის შემდეგ მარტვილელებს 3 გოლი აქვთ გატანილი და სამივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.
  • "სამგურალის" მიერ ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში ყველა
    შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
  • "სამგურალმა" წინა შეხვედრა ბათუმის "დინამოსთან" 0:1 დათმო, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე მე-40 წუთის შემდეგ კაცნაკლული იყო, ვერც უპირატესობა მოიპოვა და ბურთის ფლობაც მეტოქეს ჰქონდა.
  • ამ გუნდების შეხვედრები წინა სეზონში 3 "მერანის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 1 - ფრედ.
13 აპრილი. მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:30
"ვიტ ჯორჯია" - "შუქურა"

"მცხეთა პარკზე" საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ცხრილის სათავეში მყოფი "ვიტ ჯორჯია" ბოლო ადგილზე მყოფ "შუქურას" დაუპირისპირდება. სეზონის დასაწყისში ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ამ კლუბების ასე გადანაწილება, თუმცა წინ ძალიან ბევრი შეხვედრა და ცვლილება გველის.
  • "ვიტ ჯორჯია" კვლავ დაუმარცხებელია, 5 ტურის შემდეგ 3 მოგება და 2 ფრეა.
  • "ვიტ ჯორჯიას" "გაგრასთან" ერთად 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ბურთი აქვს მიღებული.
  • წინა შეხვედრა "ვიტ ჯორჯია"-"გაგრა" იყო, დაუმარცხებელმა გუნდებმა ეს მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულეს.
  • "შუქურას" ყველაზე მეტი, 4 წაგება აქვს ლიგაში.
  • ქობულეთელებს ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ.
  • ზღვისპირელების გამორჩეული ფეხბურთელებია დოს რეის რამოსი (2 გოლი) და ჯეფერსონ ჯერალდო (2 საგოლე გადაცემა).

13 აპრილი. თელავი. გივი ჩოხელი. 16:30

"თელავი" - "შევარდენი"

ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული ორივე გუნდი საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთმა ეროვნული ლიგა 1-ისთვისაც მოახერხოს ბრძოლა. ამის წინაპირობა კი ისაა, რომ ორივე გუნდი ძალიან ხშირად გვთავაზობს სენსაციურ გამარჯვებებს სეზონის წინ მოსალოდნელ ლიდერებთან.
  • ორივე გუნდმა 5 ტურის განმავლობაში 2 თამაში მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და ორიც წააგო.
  • "თელავმა" ეროვნული ლიგიდან დაქვეითებულ ორივე გუნდს 1:0 მოუგო, პირველ ტურში ბათუმის "დინამოს", ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურას".
  • თელაველთა ბომბარდირი გიორგი ნიქაბაძეა 2 გოლით.
  • "შევარდენის" არცერთ ჩატარებულ შეხვედრაში არ გასულა ორ გოლზე ნაკლები.
  • იუნკერებს ყველაზე მეტი, 10 გოლი აქვთ გაშვებული 5 ტურში, მეორე ადგილზე არიან გატანილი გოლების რაოდენობით - 8 გოლი.
  • "შევარდენს" დავით ოდიკაძე ლიდერობს 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით.

14 აპრილი. თბილისი. "ბასა". 14:00

"გაგრა"-"ცხინვალი"

"ბასაზე" კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი იასპარეზებს, ლიგის აუტსაიდერ პოზიციაზე მყოფ გუნდთან - აფხაზები სამაჩაბლოელებს დაუპირისპირდებიან.
  • "გაგრამ" ორი შეხვედრა ჩაატარა "ბასაზე" და ორივე მოიგო.
  • აფხაზებს დაუმარცხებლობისთვის 5 ტურში მხოლოდ 3 გოლის გატანა დასჭირდათ, კლუბის კარში მხოლოდ 1 გოლია გასული.
  • "ცხინვალის" კარი მეტოქეებმა 10-ჯერ დალაშქრეს, ხოლო სამაჩაბლოელებმა ჯამში 6 გოლის გატანა შეძლეს.
  • გოლების რაოდენობით "ცხინვალში" სამი ფეხბურთელია 2-2 გოლით გამორჩეული: ანდრო ნემსაძე, ზვიად მეტრეველი და კობა შალამბერიძე.
  • წინა სეზონში ამ გუნდების მიერ ჩატარებულ ოთხ მატჩში ერთმანეთს 2-2 გამარჯვებით დაშორდნენ.

15 აპრილი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 19:00

ბათუმის "დინამო" - "ნორჩი დინამო"

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ორი "დინამო" დაუპირისპირდება ერთმანეთს, ერთი ბათუმის და ერთიც ნორჩი. ერთი სასიხარულო ამბავიც გვაქვს ბათუმის "დინამოს" ქომაგისთვის, ბათუმელები შემდეგ საშინაო შეხვედრას ბათუმში საკუთარ საკლუბო ბაზაზე ჩაატარებენ.
  • ბათუმელებმა ბოლო სამი შეხვედრა ზედიზედ მოიგეს. მათ 7 გოლი გაიტანეს და 1 მიიღეს.
  • ბათუმელებს გიორგი ილურიძე (2 გოლი) და გიორგი ქავთარაძე (2 საგოლე გადაცემა) ლიდერობენ.
  • ბურთების შეფარდებით ბათუმის "დინამოს" ყველაზე მეტი, 4 გოლი აქვს პლუსში.
  • "ნორჩ დინამოს" ყველაზე მეტი, 10 გოლი აქვს გატანილი.
  • "ნორჩმა დინამომ" მოიგო ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა, მათ "ცხინვალი" 5:1 დაამარცხეს.
  • კლუბის ბომბარდირი იაგო დეისაძეა 3 გოლით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0