ეროვნული ლიგა. VI ტური: "მერანმა" "სამგურალთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
13 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის VI ტურის მატჩი გაიმართა, სადაც მარტვილის "მერანმა" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა. შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრის მე-20 წუთისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო. "რუსთავიდან" "მერანში" იჯარით გადასულმა დათა სიჭინავამ მე-2 წუთზე გაიყვანა მასპინძლები წინ, ხოლო დაახლოებით 15 წუთში გაბრიელ საღრიშვილმა დუბლი მიითვალა და სტუმრები დააწინაურა.

მარტვილელებმა გათანაბრება მე-19 წუთზე შეძლეს. 11-მეტრიანი ზუსტად სიჭინავამ შეასრულა.

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა.
მერანი-სამგურალი 2:2
გოლები: 1:0, 2:2 დათა სიჭინავა (2, 19), 1:1, 1:2 გაბრიელ საღრიშვილი (6,14)

მერანი. 4-4-2: კახაბერ მეშველიანი, შალვა ბურჯანაძე,
გიორგი ციმაკურიძე, ბენჟამინ ტეიდი, დათა სიჭინავა, ვანო კურდღელაშვილი (სერგო კუხიანიძე 83), ნიკა მგელაძე, სერგეი ტრეტიაკი (ნიკოლოზ ხინთიბიძე 46), ირაკლი კლიმიაშვილი, კიჭი მელიავა, დავით ბოლქვაძე (ტარას პუჩკოვსკი 61)

მთ. მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

სამგურალი. 4-2-3-1: ანდრე ნონოსი, გიორგი ნერგაძე, გაგა ჩხეტიანი (მამუკა ღონღაძე 79), თენგიზ ბრეგვაძე (ზაურ გოგუაძე 67), უშანგი ბანძელაძე, გიორგი ხელაძე (თორნიკე კაკუშაძე 50), ცოტნე ხარაბაძე, ბაქარ ლაღაძე, ნიკა შალამბერიძე, ივანე კილაძე, გაბრიელ საღრიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0