ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "გაგრამ" 0:2 ამოქაჩა და ლიდერებში გაერია

AutoSharing Option
20 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის VII ტურის ორი მატჩი გაიმართა.

ქობულეთის "შუქურამ" "გაგრას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ეგ კი არა, სხვაობა შესაძლოა 3-ბურთიანიც ყოფილიყო, გიორგი ჩელებაძეს პენალტი რომ გაეტანა, მაგრამ უცნაური დარტყმით კარს ააცილა.

სტუმართა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა სამივე ცვლილება 59-ე წუთამდე განახორციელა და შედეგიც მიიღო - უკვე 74-ე წუთისთვის "გაგრა" 3:2-ს იგებდა.

"შუქურას" მოუგებელი სერია გრძელდება და უკვე 5 მატჩს აღწევს, ხოლო "გაგრას" 12 ქულა გაუხდა და დროებით ლიდერებში გაერია.

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი
შუქურა-გაგრა 2:3
გოლები: 1:0 გიორგი ივანიაძე (3), 2:0 ჯაბა გოგიტიძე (21), 2:1 ანდრო სოფრომაძე (53), 2:2 თამაზ ლომსაძე (63), 2:3 ივანე ხაბელაშვილი (74)

შუქურა. 4-2-3-1: დავით კუპატაძე, გიორგი კალანდია, დოს რეის რამოსი, ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი ჩელებაძე (კ), გიორგი ივანიაძე (ფელიპე ნუნიეში 67), ირაკლი ქათამაძე, ჯაბა გოგიტიძე (ნიკო კვასხვაძე 59), გოდვინ კონიეჰა, ჯეფერსონ ჯერალდო, სტეფან დასსე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

გაგრა. 4-2-3-1: ვადიმ შევჩუკი, ავთანდილ ბრაჭული (ლევან პაპავა 51), ევჰენი ზახარჩენკო (ერეკლე კილაძე 57), გიგა სამხარაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი (კ), თამაზ ლომსაძე, ანდრო სოფრომაძე, გოგიტა გოგატიშვილი, რატი კაკიაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი (ივანე ხაბელაშვილი 37)

მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

* * *
დღის მეორე შეხვედრაში "ნორჩმა დინამომ" მარტვილის "მერანი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი იაგო დეისაძემ გაიტანა. ეს მისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში მე-5 გოლია და ამ მაჩვენებლით ის ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

აღსანიშნავია, რომ "მერანი" უკვე მესამე მატჩია ვეღარ იგებს.

თბილისი. შატილის სტადიონი
ნორჩი დინამო-მერანი 1:0
გოლი: 1:0 იაგო დეისაძე (55)

ნორჩი დინამო. 4-3-3: ბექა შეყრილაძე, სევასტი თოდუა (კ), ვლადიმერ ჯოჯუა, იაგო დეისაძე, რაფაელ ჩუკურა, ზურაბ თევზაძე, გიორგი მელქაძე, გოგი ფიფია, გიორგი თ. ტყეშელაშვილი, კახაბერ კაკაშვილი, რევაზ გეწაძე

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მერანი. 4-4-2: კახაბერ მეშველიანი, შალვა ბურჯანაძე, გიორგი ციმაკურიძე, ბენჟამინ ტეიდი, დათა სიჭინავა, ნიკოლოზ ხინთიბიძე (დავით ბოლქვაძე 57), ვანო კურდღელაშვილი, ტარას პუჩკოვსკი (სერგეი ტრეტიაკი 46), ვაჟა ლომაშვილი (კ), ირაკლი კლიმიაშვილი, კიჭი მელიავა

მთ. მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0