თბილისში, "შატილის" სტადიონზე "ნორჩი დინამო" "ვიტ ჯორჯიას" შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ამ მოგებით "ნორჩი დინამო" დროებით მე-2 ადგილზე გადავიდა.
წაგების მიუხედავად კი, "ვიტ ჯორჯია" კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა ეს მცხეთელების პირველი წაგებაა ეროვნულ ლიგა 2-ში.